ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო_777
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2014


  ჩამოტვირთვა

მიყვარხარ (მართლა მიყვარდი)

როცა მღერიან ჩემი ფიქრები,
მაშ გული უკრავს ლამაზად ნოტებს.
აღფრთოვანებით გული გიმღერის,
ერთი გული მაქვს ისიც შენ გქონდეს!
შენ ღვთაება ხარ ცით მოვლენილი,
შენ ხარ სამყაროს ზმანება...
ის ჩვეულება სილამაზისა აქ მოგონილი,
შენ ვერ დაგრჩდილავს, ვერ აგეფარება.
მიწიერთათვის ანგელოზი ხარ,
ზეციერთათვის შენ ხარ სიწმინდე.
მე შენს დაბყრობილს, კვლავ შენთან მინდა,
ოქროს ფრთებს ვისხამ რომ მოგიფრინდე.

მე ვარ მიწიერი გრძნობებს აყოლილი,
შენს სიყვარულში გრძნობით დამთვრალი,
ვარ უსასრულოდ ფიქრებს გაყოლილი,
შორს მეოცნებედ სადღაც გამქრალი...

შენ ხარ სიმტკიცე ჩემი გრძნობების.
ჰაეროვნებით მავსებ რომ გხედავ,
შენს სილამაზეს ვიწოვ სინაზით,
მსურს რომ დაგიპყრო მაგრამ ვერ ვბედავ.
არ ვიცი როგორ შეგეფერება, ჩემი ფერება,
ხან მდუმარე ვარ, ხან სიტყვით სავსე.
როგორც მიწიერის, ჩემი გრძნობები შენ გეფერება,
შემინდე ანგელოზს ვერ დავემსგავსე.
მაგრამ მიწიერს, მე მეყვარები უსასრულობით,
მე ვფიცავ წმინდას, გულით ვატარებ ამ გრძნობას მარად.
გულს ეხეთქება შეუპოვარი გრძნობის ზვირთები,
გულში ნაზარდი ფესვი გრძნობისა ხვდება მას მყარად.

სიყვარულში დამხრჩვალი ხავსებს ვებღაუჭები,
უფსკრულისკენ მიმაქანებს ამ გრძნობისა დინება,
შენ ნუ გამიფრინდები და გთხოვ ნუ მეურჩები,
ხელი გამომიწოდე შენი შველა მჭირდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები