ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2014


მამაჩემს...

სულაც არ ვიცი, რამდენია სალაპარაკო,                                                 
დავიწყო ნეტავ ბოლოდან თუ, იქნებ თავიდან
ამ ტკივილებს კი, წინა ღამემ რაც კი დამაკლო
მომდევნო ღამეს, ანდა სულაც ამღამ ავიტან.

არ ვიცი, იქნებ რამდენი გაქვს ჩემთვის სათქმელი
იქნებ ყვირი და მე ჩურჩულზეც არ ვარ თანახმა,
მაგრამ მგონია ისევ აქ ხარ, სადღაც აქ მელი,
ყოველ კუთხეში დაგეძებ და თურმე  არახარ.

მაგრამ არ არის დაჯერება ასე ადვილი,
და ვერც წუთები ვერ შევძელი რომ გავაჩერო,
მე წავალ ალბათ,  მომენატრა ძველი ადგილი
და იმ ადგილზე შენ დამხვდები კვლავ მამაჩემო.

წავალ და ფეხით შემოვივლი ქალაქის ქუჩებს,
გამახსენებდა რომ მეძებდი სახლში მოუსვლელს,
მოვუსმენ სხვის შვილს, სხვისი მამა როდესაც ურჩევს,
და ვნახავ იმას, რომ ის შვილი სულ არ მოუსმენს.

გამეცინება, გამახსენდება და ავტირდები,
ცოტათი მთვრალი ვაპროტესტებ ასეთ განაჩენს.
და ფიქრის ხიდზე ჩემთავსაც კი არ დავპირდები,
რომ ვერ ნახავენ რა ჯიუტად ველი მამაჩემს.

მე ხომ არვიცი შენ რა დაგრჩა სალაპარაკო,
მაგრამ ნუღელავ, შემეგებე იგივე ტონით.
ამ ცხოვრებამ კი ჩვენ ამქვეყნად რაცკი დაგვაკლო,
ადრე თუ გვიან, და კვლავ ერთად, სხვაგან ვიპოვით.

რაღაც ქალაქი ახლა უფრო გამიუცხოვდა,
და ესე ჩუმად შეუმჩნევლად და უტყვად დამაქვს,
დარდი რადგანაც. არასოდეს არვინ უწყოდა
რომ შენს თვალების ანარეკლში ვხედავდი ქალაქს.

გამეცინება, გამახსენდები და ავტირდები
მე კვლავ მდუმარედ ვაპროტესტებ ასეთ განაჩენს.
აქ ფიქრის ხიდზე, არც არავის არ დავპირდები
და ყველა ნახავს რა ჯიუტად ველი მამაჩემს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები