 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: საბავშვო 17 ივლისი, 2014 |
ერთ ჯადოსნურ ქვეყანაში, ღვთისაგან რჩეულ მიწაზე, იდგა ძალიან დიდი და საოცრად ლამაზი სასახლე, რომელშიც ენით აუღწერელი სილამაზის მაიმუნების მეფის ასული ცხოვრობდა.
მეფის ასული, გარდა თავისი სილამაზისა, თავისი სიკეთითა და ნათელი გონებით გამოირჩეოდა, რის გამოც ამ სამფლობელოში ყველას ძალიან უყვარდა.
ერთ დღეს, მეფის ასულმა ეზოში მდებარე ულამაზეს ბაღში სეირნობისას ძალიან მოიწყინა მარტოობისაგან და გადაწყვიტა, ეს ბაღი ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა, რათა იქ გამეფებული მყუდროება ხალხის ჟრიამულს გაევსო. მეორე დღესვე გამოაცხადა მისი განზრახვის შესახებ და თავისი პირობაც დაურთო, რომ ყველას, ვინც ამ ბაღში დაიდებდა ბინას ან სტუმრად მივიდოდა, ბაღის ცენტრში მდებარე ულამაზეს აუზთან მოწყობილ პატარა ამფითეატრში სიმღერა უნდა ემღერა, ან საკუთარი ლექსები და ზღაპრები წაეკითხა, რომ ყოველი დღე ამ ბაღში დღესასწაული გამხდარიყო.
მალე ბაღი გაივსო სხვადასხვა ჯიშის ცხოველებითა და ფრინველებით, საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად კუ და ბაყაყიც კი მოვიდნენ. რიგრიგობით ჰყვებოდნენ ლექსებს და მომღერლები კი დაბალი, წკრიალა ხმით ბანს აძლევდნენ ხოლმე.
ერთხელ როცა შვლის ნუკრი ამბობდა თავის პირველ ლექსს, ხოლო ბულბული თავისი გალობით ავსებდა ამ ლექსის ჟღერადობას, მსმენელებს გამოეყო გომბეშო ყვარყვარე, ბულბულთან მიიზლაზნა და შესძახა: -შენ ჰეი, ჩიტუნიავ, რაღაც ხმა გაგებზარა და მოდი, ახლა მე მივუმღერებ ნუკრს, ლექსის წერა არ გააძულო.რა საშინლად მღერიხარო.
ბულბულს მართალია შერცხვა, მაგრამ თან დააინტერესა, ჩემზე უკეთესი რა სიმღერა იცისო და მყისვე დაუთმო ადგილი.
გააგრძელა ნუკრმა კითხვა და გომბეშოც ამღერდა. ისეთი საშინელი ხმა ჰქონდა, აუზიდან ოქროს თევზიც კი ამოხტა სანახავად, ვინ ყაყანებსო. სტუმრებს თითები ყურებში ეჭირათ, რომ თავი დაყრუებისაგან გადაერჩინათ. მეფის ასულიც შეაწუხა ამ ხმამ, მაგრამ სტუმარს არ აწყენინა და ბოლომდე მოუსმინა.
როცა ლექსი და სიმღერა მორჩა, მეფის ასულმა ზრდილობის ნიშნად ტაში დაუკრა, რადგან ის უკრავდა ტაშს, სხვა სტუმრებმაც მეფის ასულს არ ვაწყენინოთო და ისეთი ტაში შემოსცხეს, ყვარყვარეს ეგონა მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ისიც იმ ბაღში, დაბინავდა. ერთი წარმატებით გაგულისებული, ყოველ დღე გავარდებოდა ხოლმე სცენაზე და აყრუებდა იქაურობას, რის გამოც დღითიდღე აკლდებოდა ბინადრები ამ საოცარ ბაღს.
ერთ მშვენიერ დღესაც, როცა მეფის ასული ბაღში გავიდა წარმოდგენაზე დასასწრებად, ნახა რომ ლექსს ყვავი კითხულობდა, თუმცა ეს ლექსსაც არ ჰგავდა. სიმღერას კი ყვარყვარე მღეროდა, მსმენელი კი ერთი ბებერი, ყრუ ვირი შერჩენოდათ და ორი ოქროს თევზი აუზში, რომლების სულს ღაფავდნენ, რადგან გომბეშოს კვრცხევი ჩაეტარა აუზში და იქაურობა დაჭაუბებული და ამყრალებული იყო.
მაშინ მიხვდა მეფის ასული, რომ სიკეთე ყოველთვის არ ვარგა, მაგრამ უკვე იმდენად გვიანი იყო, რომ აზრი აღარ ჰქონდა გომბეშოს გაძევებას. იჯდა ყალბი ღიმილით ჭაობად გადაქცეულ, ერთდროს ულამაზეს ბაღში და უსმენდა ამ საშინელ ხმებს, სასწაულის მოლოდინში, რომელიც არსაიდან ჩანდა.
17.07.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ხო,მაგრამ რომ ახვეწნინწბ ამითი ამცირებ მის თავმოყვარეობას, არც ეგ ვარგა. :D ხო,მაგრამ რომ ახვეწნინწბ ამითი ამცირებ მის თავმოყვარეობას, არც ეგ ვარგა. :D
19. ზღაპარ-გამოცანა დაგიწერია, სიამოვნებით წავიკითხე.
"რომ სიკეთე ყოველთვის არ ვარგა" . ჩემი მეგობრის ბაბუა ამბობდა: " კაცმა , თუ არ შეგეხვეწა , სიკეთე არ უნდა გაუკეეთოო"
ზღაპარ-გამოცანა დაგიწერია, სიამოვნებით წავიკითხე.
"რომ სიკეთე ყოველთვის არ ვარგა" . ჩემი მეგობრის ბაბუა ამბობდა: " კაცმა , თუ არ შეგეხვეწა , სიკეთე არ უნდა გაუკეეთოო"
18. დღეს ყველა მეზღაპრეა თოკო. :დ :დ დღეს ყველა მეზღაპრეა თოკო. :დ :დ
17. ლამაზი ზღაპარია. :) საცე ეს ჟანრი, სულაც არ არის ცუდი. გამოგივა, დღეს მეზღაპრეები აღარ გვყავს ფაქტიურად. ლამაზი ზღაპარია. :) საცე ეს ჟანრი, სულაც არ არის ცუდი. გამოგივა, დღეს მეზღაპრეები აღარ გვყავს ფაქტიურად.
16. გეთანხმები მანანა გეთანხმები მანანა
15. სამწუხაროდ, ასეთი ყვარყვარეები მომრავლდნენ:(
გაასწორე დაჭაუბებული, კვრცხევი ჩაეტარა, დღითიდღე, გააძულო სამწუხაროდ, ასეთი ყვარყვარეები მომრავლდნენ:(
გაასწორე დაჭაუბებული, კვრცხევი ჩაეტარა, დღითიდღე, გააძულო
14. გმადლობ ნეფი, მიხარია რომ ადრესატი ეგრევე ამოიცანი.
გმადლობ ნეფი, მიხარია რომ ადრესატი ეგრევე ამოიცანი.
13. კარგი იგავია ნამდვილად, ყველაზე გენიალური ისაა, როცა ავტორი საკუთარ თავზე წერს- ყვარყვარეს ამბავში. თვითკრიტიკულობა ყველაზე მშვენიერი თვისებაა ადამიანის. ყოჩაღ ჯაფარა 77. ბ რ ა ვ ო! კარგი იგავია ნამდვილად, ყველაზე გენიალური ისაა, როცა ავტორი საკუთარ თავზე წერს- ყვარყვარეს ამბავში. თვითკრიტიკულობა ყველაზე მშვენიერი თვისებაა ადამიანის. ყოჩაღ ჯაფარა 77. ბ რ ა ვ ო!
12. არც მასე მაგარია ჯანო, მაგრამ მიხარია რომ გაგართე. ნეტა იუმორისტულში ხომ არ ჯობდა დადება? :D არც მასე მაგარია ჯანო, მაგრამ მიხარია რომ გაგართე. ნეტა იუმორისტულში ხომ არ ჯობდა დადება? :D
11. მადლობა რომ ასე გამახალისე :D :D არა რა ბებერი ყრუ ვირი დზალიან მაგარი იყო :D ოდესმე ჩემს შვილიშვილებს მოუყვები ამ ზღაპარს ....საერთოდ რამე მოთხრობა , ლექსი ან სხვა 3 ჯერ თუ წავიკითხე ზეპირად ვიცი ....ეს კი 5 ჯერ წავიკითხე მგონი...ძალიან მაგარია ++++ მადლობა რომ ასე გამახალისე :D :D არა რა ბებერი ყრუ ვირი დზალიან მაგარი იყო :D ოდესმე ჩემს შვილიშვილებს მოუყვები ამ ზღაპარს ....საერთოდ რამე მოთხრობა , ლექსი ან სხვა 3 ჯერ თუ წავიკითხე ზეპირად ვიცი ....ეს კი 5 ჯერ წავიკითხე მგონი...ძალიან მაგარია ++++
10. :D :D :D მადლობა ჯანო, ვერთობი ამ საღამოს და მიხარია რომ შემომიერთდი :D :D :D მადლობა ჯანო, ვერთობი ამ საღამოს და მიხარია რომ შემომიერთდი
9. შენ გენაცვალე ზურა ჯიგარში მაგარი ზღაპარია ძალიან :) ადრესატებიც ამოვიცანი სხვათაშორის ;) ბევრ პლიუსს გიწერ სასწაულის მოლოდინში....მოვა ოდესმე გველი და შეჭამს მაგ გომბეშოს ყვავს კი უფლისწული მოკლავს რომელიც მძინარე პრინცესას ამბორით იხსნის სიკვდილისაგან +++ :) :D შენ გენაცვალე ზურა ჯიგარში მაგარი ზღაპარია ძალიან :) ადრესატებიც ამოვიცანი სხვათაშორის ;) ბევრ პლიუსს გიწერ სასწაულის მოლოდინში....მოვა ოდესმე გველი და შეჭამს მაგ გომბეშოს ყვავს კი უფლისწული მოკლავს რომელიც მძინარე პრინცესას ამბორით იხსნის სიკვდილისაგან +++ :) :D
7. " სიმღერას ყვარყვარე მღეროდა, მსმენელი კი ერთი ბებერი, ყრუ ვირი შერჩენოდათ და ორი ოქროს თევზი აუზში, რომლებიც სულს ღაფავდნენ, რადგან გომბეშოს კვერცხები ჩაეყარა აუზში და იქაურობა დაჭაობებული და ამყრალებული იყო." ჰა? :D " სიმღერას ყვარყვარე მღეროდა, მსმენელი კი ერთი ბებერი, ყრუ ვირი შერჩენოდათ და ორი ოქროს თევზი აუზში, რომლებიც სულს ღაფავდნენ, რადგან გომბეშოს კვერცხები ჩაეყარა აუზში და იქაურობა დაჭაობებული და ამყრალებული იყო." ჰა? :D
6. გეკადრება?
ვერ ვნახე კორექტურები, ბრმა ვარ ნეტა? იყოს ერთი, მერე ჩავასწორებ. მადლობა გეკადრება?
ვერ ვნახე კორექტურები, ბრმა ვარ ნეტა? იყოს ერთი, მერე ჩავასწორებ. მადლობა
5. ზღაპარს არა უშავს,მომეწონა,კორექტურები კი გაგპარვია ბლომად და ჩაასწორე; ისე,მაიმუნების მეფის ასული თუ იყო,,,ენით აღუწერელი"სილამაზისა საიდან იქნებოდა?ალბათ მაიმუნების თვალთახედვით,არა?! :)))) ალეგორიულობა მომეწონა,თუმცა საბავშვო კი არა,დიდებისთვისაც ჭკუის სასწავლებელია.
ადრესატიც ჰყავს?იმედია,მე არა ვარ :) ზღაპარს არა უშავს,მომეწონა,კორექტურები კი გაგპარვია ბლომად და ჩაასწორე; ისე,მაიმუნების მეფის ასული თუ იყო,,,ენით აღუწერელი"სილამაზისა საიდან იქნებოდა?ალბათ მაიმუნების თვალთახედვით,არა?! :)))) ალეგორიულობა მომეწონა,თუმცა საბავშვო კი არა,დიდებისთვისაც ჭკუის სასწავლებელია.
ადრესატიც ჰყავს?იმედია,მე არა ვარ :)
4. ახლა დაიძინე. გვიანია. ზღაპარი ხომ წაიკითხე? მეტის ცოდნა არ გინდა :D ახლა დაიძინე. გვიანია. ზღაპარი ხომ წაიკითხე? მეტის ცოდნა არ გინდა :D
3. რა ადრესატი? კონკრეტული ადრესატი ყავს ვითომ? რა ადრესატი? კონკრეტული ადრესატი ყავს ვითომ?
2. რა საძაგელი ხარ რააა, ადრესატი თუ იცნობდა მაინტერესებდა. :D რა საძაგელი ხარ რააა, ადრესატი თუ იცნობდა მაინტერესებდა. :D
1. ჰაჰა...ჯაფარ! რაღაცეები მეცნო:) " ერთი წარმატებით გაგულისებული, ყოველ დღე გავარდებოდა ხოლმე სცენაზე და აყრუებდა იქაურობას, რის გამოც დღითიდღე აკლდებოდა ბინადრები ამ საოცარ ბაღს."
ამაზე ხომ საერთოდ :D ჰაჰა...ჯაფარ! რაღაცეები მეცნო:) " ერთი წარმატებით გაგულისებული, ყოველ დღე გავარდებოდა ხოლმე სცენაზე და აყრუებდა იქაურობას, რის გამოც დღითიდღე აკლდებოდა ბინადრები ამ საოცარ ბაღს."
ამაზე ხომ საერთოდ :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|