ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლია 1990
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ივლისი, 2014


სიბნელე

როდესაც მზე ჩაქრა ან უბრალოდ დაიმალა  მე ავტირდი,არა იმიტომ,რომ  ქუჩები ხშირმა წვიმებმა შეიწირეს,არამედ იმიტომ,რომ ვეღარასდროს დავინახავდი ჩაშავებულ მინდვრებსა თუ შენობებს,ვერც შენ.    მოსაწყენი გავხდი უკანასკნელ წლებში,ვგრძნობ ,რომ უკანასკნელი თვეებია ჩემი გაყვითლებული ცხოვრების. მე სულ მიყვარდა ლიმონისფერი,ლიმონიც,ლიმონიანი ჩაი,თუმცა რთულია მიაგნო მას,რასაც ვერ ხედავ.  აი ჩემი შეგრძნებებიც იღვიძებენ,მე მცივა,ცოტა კბილიც მტკივა,გულიც და უფრო მეტად სიბნელე მტკივა,ანუ უსინათლობა. თენდება და ჩემი ფანჯრები ალბათ ყველაზე ხარბად ყლაპავენ მზის სხივებს . ცრემლები კი ვისთვის თამაშის ნაწილია ,ვისთვის ნამდვილი დამბაჩა. ჩემთვის ცრემლი სიცოცხლის ნიშანია. მე ვგრძნობ ,რომ ლოყები წითლდებიან,მე ვიცი ,მე ვხვდები,რომ სინათლე აშრობთ მათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები