ჟანგბადს ვერ მაწვდიან ყრუ კედლები, ცეცხლმა ამილოკა მთელი სახე... დალაქულ წლებმა მე მომცეს არაფერი და ის არაფერი დგემდე შევინახე!
ლამპის მოლიცლიცე ალი ციმციმებს და შუშამ აირეკლა სევდით სიმარტოვე, რადგან მე ჩავქრი და ლამპა კვლავ ანთია, რადგან ყრუ კედლები ჩუმად მივატოვე... გარეთ გავდივარ და ყელზე მებჯინება, ჩაყლაპვამდე ვადაგასული იმედები - ჭვარტლის გაშავებული ქარი მიმაქანებს, ღრუბლებს და მთვარეს შორის ვიჭედები!
სამყარომ დაკარგა ფართო საზღვრები, წითლად ამიფორაჯდა მთელი სხეული, თვალებშიც წითელი ცეცხლი ჩამეგუბა, ეს ფართო სივიწროვე არის მართლაც რჩეული!
უხეში ჰაერის ტალღა გავაგზავნე, არა! უპრსწორედ ბრაზით მოვისროლე, გაპოხილ მიწისქვეშა მილის მისამართით - შურით გაბერილი ღრუბლები მოვიშორე! მთვარეს შევხედე შევერცხლილ თვალებში და ნარინჯის ფერი ცეცხლი მომეკიდა. სხივებში გამახვია და მაშინ ვიგრძენი, მე მას და ის ცის ჭერს, რომ ეკიდა!
მერე მომგიმარი მთვარეს მოვწყდი, ცეცხლში გახვეულს ღიმილი შემეყინა, ბნელ სივრცემ სწრაპად ხახაში მომიქცია, წამოვხტი შეშფოთებით და მივხვდი რომ მეძინა. სიზმარი დაკრეჭილ კბილებში მოვიქციე, მისი დაჭერა არ იყო რთული, ბოლოს მივხვდი, რომ "ეს იყო არაფერი" და ისევ დავიძინე ტუჩებ მოკუმული.
ჟანგბადს ვერ მაწვდიან ყრუ კედლები, ცეცხლმა ამილოკა მთელი სახე... დალაქულ ღამემ მე მომცა არაფერი და ის არაფერიც დგემდე შევინახე!
აზრი კარგადაა გამოხატული, რაც შეეხება რითმებს, წინა კომენტარებს ვეთანხმები.. რითმა უფრო იგრძნობა ჩანაწერში, სადაც ავტორი კითხულობს ლექსს. მკითხველის თვალით წაკითხული თითქოს უფრო ნაკლებადაა გარითმული. ან შეიძლება მე ვერ წავიკითხე ავტორის მსგავსად :)) წარმატებები ავტორს!

ცოტა გასალაშინებელია, შიგადაშიგ რიტმი ირღვევა, თან ცოტა კორექტურაც არის გაპარული. რაც შეიძლება ბევრი წერე, არ შეწყვიტო წერა და თანდათან დაიხვეწები დარწმუნებული ვარ. ;)
ცოტა გასალაშინებელია, შიგადაშიგ რიტმი ირღვევა, თან ცოტა კორექტურაც არის გაპარული. რაც შეიძლება ბევრი წერე, არ შეწყვიტო წერა და თანდათან დაიხვეწები დარწმუნებული ვარ. ;)
სუსტი არ არი ++++ არ ვიცი მე რამდენად შემიძლია კარგად შევაფასო მაგრამ ერთს გეტყვით... აზრი და ის რისიც თქმაც გინდათ კარგია შესრულებაც ნორმანულია მხოლოდ როცა რითმებია ზოგან სუსტი... ამას კი მხოლოდ ბევრი მუშაობა უნდა... მეც ახალი ვარ და ძაან ბევრს ვმუშაობ თქვენც იგივეს გირჩევთ.... წარმატებები ++++