ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ივლისი, 2014


თანასწორი

გაჩერებაზე ვიდექი ახალგაზრდა ბიჭი რომ მომიახლოვდა.
ერთ ფეხს მძიმედ ადგამდა.
რატომღაც თვალი ვერ მოვაცილე.
შერცხვა და თავი დახარა.
ავტობუსი რომ მოვიდა ნაბიჯი მძიმედ გადავდგი.
ვეცადე იმ ბიჭის მსგავსად გამევლო.
კიბიდან დავინახე მისი სახე,
რომელზეც იყო თანაგრძნობა და სიხარული.
სიხარული იმის, რომ წეღანდელი ჩემი დაჟინებული მზერა დამცინავი არ იყო.
ავტობუსი გავიდა,
ის ბიჭი სადგურებს შორის დარჩა და მე კმაყოფილი დავყურებდი ფეხს.
ასეთი წამებისთვის მიყვარს ცხოვრება,
როცა ასე თანასწორები ვართ ადამიანები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები