ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყურებამდე შეყვარებული
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2014


* * *

ის, რაც ხმაურობს ახლა - ქარია
და ბედისწერამ ცხოვრება არია,
ჩემს სულში კვლავ წვიმს, კვლავ ავდარია,
გულში კი ცხელა, იქ ხანძარია...

შენი თვალების ლურჯი, ზღვისფერი,
ცურვა არ ვიცი, ამიტომ მახრჩობს
და რომც შემეძლოს ტალღებს გავექცე,
მაშ უზღვაობა მომკლავს, დამაშრობს.

ამიტომ ვიბრძვი, არ ვეძებ ხმელეთს,
ჰორიზონტისკენ მივიწევ ურჩად...
თუ არ მოვკვდები კვლავ გავშლი ხელებს,
ჩემს სხეულს ზღვასთან შერევა უნდა...

მოვკვდები? რა, თუ ვიქცევი მიწად...
კვლავ შენს სიღრმეში დავიმარხები,
ვიქნები შენი, ახლაც შენი ვარ,
შენ კი, ვინ იცის, ვისი გახდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები