ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟუჟუნა
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2014


იმედი არა, არ იბადება

მინდა  ვიმღერო გედის სიმღერა,
რადგან არ ვიცი ჩემს თავს რა ხდება,
თავს რატომ ვიღლი ფუჭი ლოდინით,
იმედი  არა,  არ  იბადება.

ვათენებ  ღამეს  მთვარეულივით,
გარინდებულა  სამყაროც  თითქოს,
თენდება  დილა  ნათელი  სხივით,
კანკალებს გული და სითბოს ითხოვს.

სულ მცირე სითბოს, სულ მცირე ალერსს,
ვეღარ მიმხვდარვარ ჩემს თავს რა ხდება,
ჩემში  იმედის  მბჟუტავი  სხივი
დაუბადებლად... თანდათან  ქრება.

რითმასაც  ისე  თავს  ვეღარ  ვუყრი,
დიდი  ხანია, თითქოს  დამტოვა,
მასაც  მობეზრდა  ფუჭი  ლოდინი,
ეხლაღა იგრძნო, მართლაც მარტო ვარ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები