ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიმფადორა
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2014


საბედისწერო ქალები (2)

თავი II : ახალი სახლი 

  გარეუბანში ,მწვანეში ჩაფლულ უზარმაზარ მიწებზე რიდლების ოჯახის ვილა იყო აშენებული.სახლი, რომ  მდიდრულია ეს ერთი შეხედვითაც ცხადი ხდება. დახვეწილი , მიმზიდველი სახლი რომელშიც გასაოცარი ოსტატობით იყო შერწყმული ძველი და ახალი  სტილი . სწორედ აქ ამ სახლში დასახლდა რიდლების უკანასნელი შთამომავალი დაახლოებით ათი წლის წინ .
სახლი პირველ რიგში იმიტომ აირჩიეს ,რომ მყუდრო და დაცული იყო  ,თანაც საკმარისზე დიდი და მოსახერხებელი.  ეს ერთადერთი  გადაწყვეტილება იყო ,რომელზეც  ყველა უსიტყვოდ დაეთანხმა ოჯახის უფროსს. ის ქალი იყო . მეტისმეტად მკაცრი და წინდახედული. იცოდა რა საკუთარი ოჯახისწევრების  დაუმორჩილებელი ხასიათი და  უმართავი ბუნება გადაწყვიტა ისეთ ადგილას დაედოთ ბინა სადაც ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა მათი ოჯახი . ის მართალიც აღმოჩნდა. რიდლების დიადმა საგვარეულომ სულ რამდენიმე წელიწაში სრული ძალებით გამოავლინა საკუთარი მანკიერებები.  მათ გარშემო ყოველ დღე ხდებოდა უცნაურობები ,კვდებოდნენ ადამიანები განსაკუთრებით კი კაცები. ეს უმართავი პროცესი იყო და შეწინააღმდეგებას ვერ ახერხებდნენ ,თუმცა ოჯახში ისეთებიც გამოერეოდნენ  რომლებსაც  მოსწონდათ კიდევაც ის რასაც აკეთებდნენ.
  რიდლების საგვარეულო მკაცრად იცავდა ტრადიციებს : დაბადების დღეებზე,ოჯახურ წვეულებებზე , შობას , აღდგომას, მადლიერების დღეს და ა.შ.  დღესასწაულებზე ოჯახის ყველა წევრი ვლდებული იყო გადაედო ნებისმიერი საქმე და ოჯახურ ვახშამს მოსხდომოდა მაგიდასთან. ყყველა მიიჩნევდა, რომ ამ ყოველივეს ელენა თავისი სტატუსის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად აკეთებდა. ყველა ემორჩილებოდა რადგან შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.  რიდლების ოჯახის ყველა წევრი ქალი იყო . შვიდი ულამაზესი ქალბატონი,რომლებიც გარეგნულად, შინაგანად,მიზნობრივად თუ მორალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან .
  ოჯახს სათავეში  ნურის და გარედის უფროსი ქალიშვილი ელენა რიდლი ედგა. თუმცა ოჯახში ის ყველაზე უფროსი არ იყო . მასზე სამი წლით უფროსი იყო  მისი დეიდაშვილი , რომელიც რიდლების ოჯახმა  დებთან ერთად შეიკედლა ,როცა მათი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ. ელენა ოჯახის უპირობო ლიდერია. მისი სიტყვა ყველა მათგანზე დაუწერავ კანონად მოქმედებს. მას ყველაზე კარგად ახსოვს ოჯახში დატრიალებული მძიმე ტრაგედია და სწორედ ამის გამო  ქალს საშინლად მკაცრი ხასიათი აქვს. იგი უდრეკი და სასტიკია , მისი ეშინიათ კიდევაც დანარჩენებს.
  რიდლების ქალებს აქვთ საიდუმლო რის გამოც ისინი ასეთი განსაკუთრებულები არიან. ეს არის მათი  ნიჭი რომლითაც შეუძლიათ შეაღწიონ ადამიანის გონებაში ,ამოიკითხონ მათი განზრახვები და სურვილისამებრ შეცვალონ ისინი. მათ შესწევთ უნარი მოხიბლონ ნებისმიერი ადამიანი ,მართონ მათი პირადი გრძნობები და აქციონ ისინი მარიონეტებად,რაშიც მათ გარეგნობაც ხელს უწყობთ. ისინი ყოველთვის არიან არადამაჯერებლად ლამაზები და მომხიბვლელები . სწორედ ამ ნიჭის წყალობით შეძლო ნურმა , რომ მისი ქმარი გარედი ეიძულებინა თავი მოეკლა. მან ფაქტიურად დააჰიპნოზა ქმარი და თვითმკვლელობა აიძულა.
  რიდლების ლოს-ანჯელესის სახლი თვალისმომჭრელ სასახლეს ჰგავდა. ყველაფერი სიძველესთან და სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. მთელს სახლს  ეტყობოდა ,რომ ვიღაცას მთელი თავისი  ხელოვნების ნიჭი და დახვეწილი გემოვნება ჩაექსოვა  მის მოწყობაში. ვრცელი ეზო დერეფანივით გასდევდა მუქი ფერის  შესასვლელ კარამდე.  იქაურობა მუზეუმს ჰგავდა . დიდ მისაღებ ოთახში თავმომწონედ იდგა შავი როიალი . ირგვლივ კი რბილი სავარძლები და დაბალი მაგიდა სადაც აქა იქ მიმოებნიათ  ჟურნალები .  ერთ-ერთზე ოჯახის წევრიც იყო გამოსახული . სახლში მხოლოდ ორ მოსამსახურეს და ერთი მძღოლს თუ მოჰკრავდით თვალს ,რომლებიც ისე დადიოდნენ სახლში ,რომ რომელიმე ოჯახის წევრს ფეხებში არ გამოსდებოდნენ . ყოველი მათგანი ამჩნევდა ,რომ ეს ქალები ცოტთი უცნაურები იყვნენ. ერთი მზარეული ქალი იყო ხოლო მეორე ზორბა კაცი , რომელიც  დაცვის ფუნქციას წარმატებით ითავსებდა  გამუდმებით სმენაგაფაციცებული ადევნებდა თვალს ყველაფერს.
ახლა ყველა სასადილო ოთახში  სუფრის ირგვლივ შეკრებილიყო. გრძელი ძველებური მოჩუქურთმებული მაგიდა ანტიკვარიატს უფრო მოგაგონებდათ ,გარშემო კი მძიმე და ლამაზი ფორმებით გამოყვანილი სკამები ჰქონდა შემოწყობილი . კედლებზე უზარმაზარი სურათები ეკიდა . ფარდები ოდნავ გადაეწიათ  , მაგრამ ამის მიუხედავად ოთახი ნახევრად ბნელი იყო . იქაურობა ელექტრო ნათურების მაგივრად სანთლებით გაენათებინათ ,რადგანაც ოჯახის უფროსს ძალიან უყვარდა სანთლის შუქი.  ყველა ჩუმად იჯდა,ექვსივე მათგანი თითქოს სადღაც , უსასრულო სივრცეში იყურებოდა .  თითოეული მათგანი თავისი საქმით იყო დაკავებული. ესენი იყვნენ  ელენას მომდევნო იზაბელა, რომელიც  მთელი ინტერესით უკირკიტებდა მოდურ ჟურნალს ,რომლის ყდაზეც თავადვე იყო გამოსახული.  მისი მომდევნო ნური , რომელიც თავის გასართობად ხან ჭიქას ათამაშებდა ხაან დანა-ჩანგალს. სულ  პატარა ბარბარა რიდლს სრულიად ჩვეულებრივი ბავშვური გამომეტყველება ჰქონდა. უბრალოდ იჯდა და ხანდახან თუ აიხედავდა ზევით ან შემოსასვლელი კარისკენ .  აქვე იყვნენ მათი დეიდაშვილები სამანტა(სემი) მრომელიც იშვიათად გადაულაპარაკებდა მსახურს და მითითებებს აძლევდა. ამათგან მხოლოდ ის გამოიყურებოდა ჩვეულებრივი დიასახლისის იერით.  კარინა  მთელს ოთახში ბოლთას სცემდა. ხანდახან რაღაცას წაილაპარაკებდა და მაგიდასა და ფანჯარას შორის დააბოტებდა. მაგრამ მის ამ წამოძახილებს ყურადრებას არავინ აქცევდა. ეტყობოდა ,რომ ყველა მიჩვეული იყო მის ამგვარ ქმედებას. ჯენიფერი  ყველაზე უცნაურად გამოიყურებოდა. თითქოს იქ არც იყო . გათიშული სახით უსმენდა მუსიკას ყურსასმენებიდან .
მათთვის ზემოდან ,რომ დაგეხედათ იფიქრებდით არამც თუ ნათესავები უბრალო ნაცნობებიც  კი არ არიანო ,მიუხედავად იმისა,რომ  ფიზიკური მონაცემებით ზოგიერთი საოცრად ჰგავდა ერთმანეთს . მათ შორის  გაუცხოება და სიცივე თვალნათლივ იგრძნობოდა .ამას ისიც ემატებოდა, რომ ერთმანეთს ზედაც არ უყურებდნენ . საერთო მხოლოდ მაგიდა ჰქონდათ, რომელზეც უხვად ეყარა საჭმელი ,მაგრამ არც ერთი მათგანი არ ჭამდა.  აშკარა იყო ვიღაცას ან რაღაცას ელოდნენ.
იზაბელა რიდლი წითური,გრძელი და ხვეული თმებით. მომნუსხველი გარეგნობის ქალია. იგი ახლა ოცდახუთი  წლისაა.ნატიფი სხეული და მაცდური თვალები აქვს. მოხდენილი მიხრა-მოხრა და ქალური მანერები მისი განუყოფელი ნაწილია. ნურ რიდლი ოცი წლის ახალგაზრდა ქალია ,რომელსაც  დედის სახელი ჰქვია. იგი საშუალო სიმაღლს გოგონაა და  ძალიან ჰგავს გარეგნულად ელენასაც და დედამისსაც . ქერა და ცისფერი თვალები ხიბლს უფრო ჰმატებს . თითქოს ძლიერი ქალის იმიჯით,მაგრამ ამით ის მაინც ვერ შეედრება ელენას .. ბარბარა რიდლი  ჩვიდმეტი წლის მოზარდია , ისიც წააგავს ელენას მაგრამ მასში ძლიერი ქალის დანახვა რთულია. თმა მოკლედ , კარეს სტილში აქვს შეჭრილი .ისიც ისეთივე მომხიბვლელია როგორც მისი დები,მაგრამ ჯერ პატარაა საიმისოდ, რომ მემკვიდრეობით მიღებული ნიჭი გამოიყენოს . სამანტა რიდლი  ოცდაცამეტი წლის ქალია ,ასაკი თითქოს არ ეტყობა .გამოირჩევა  არადამაჯერებელი და განსაკუთრებული მომხიბლაობით. მიუხედავად ამისა იგი დიასახლისის ფუნქციას უფრო ითავსებს და სახლიდან იშვიათად გამოდის. შესაძლოა ამით ცდილობს გაექცეს ზედმეტ პრობლემებს. კარინა რიდლი ერთადერთია ოჯახში რომელსაც მუქი თმის ფერი აქვს, იგი ცივი გარეგნობით  და ამპარტავანი ბუნებით ხასიათდება. ყოველთვის  ამხედრებული იყო ელენას წინააღმდეგ და მიაჩნდა ,რომ  ოჯახი მას არ უნდა ემართა და დემონსტრაციულად აცხადებდა ხოლმე , რომ ელენას მეტისმეტის უფლებას აძლევდნენ. მიუხედავად მისი ამგვარი მოჩვენებითი სიმამაცისა ამ შეხედულებას მხოლოდ მაშინ აცხადებდა ,როცა ელენა თავად ვერ ისმენდა მის თავხედურ გამოხტომებს .  ოჯახში ყველას მიაჩნდა ,რომ ამის მიზეზი ელენასადმი მისი შიში იყო. ჯენიფერ რიდლი ოჯახში ყველაზე განსხვავებული იყო . თმა როკერივით  უშნო ფორმით აქვს შეჭრილი და ნახევარ მხარეს აქოჩრილი . ყელზე და მაჯებზე ლითონები აქვს აჯინჯილებული,ცხვირსა და წარბშიც გაყრილი აქვს პირსინგები .მის სხეულზე რამდენიმე ტატუც მოიძებნება. ის ყველაზე ნაკლებად ერევა ოჯახური გარჩევების ამბავში ,არ ინტერესდება არაფრით,უბრალოდ ასრულებს მოვალეობებს  და საერთოდ არ აინტერესებს ოჯახს  ვინ მართავს . შეიძლება ითქვას ,რომ ყველაზე ხელსაყრელი ოჯახის წევრია. იგი ნურის ასაკისაა ოცი წლის.
ვახშმის დასაწყებად ოჯახი მხოლოდ  ელენას ელოდება .წესის თანახმად: საუზმეს, სადილსა და ვახშამს მანამ არ იწყებენ სანამ სუფრასთან ყველა არ დაჯდება . ელენა იგვიანებს , ამ ამბით კი ყველაზე მეტად გაღიზიანებული კარინაა.როგორც ყოველთვის ახლაც მიზეზს ეძებს, რომ ელენა აძაგოს  და მის გამოჩენამდე შეტევაზე გადადის . თავიდან მის  ამ საქციელს ყურადღებას არავინ აქცევდა ,რადგან უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული.
_როგორც ყოველთვის ელენა იგვიანებს , რათქმაუნდა,ალბათ ქალბატონს ვერ აურჩევია რა ჩაიცვას, რომ ყველაფერი დაჩრდილოს . ყელში ამოვიდა მაგის გამოხტომები ,ვითომ რა დაშავდება ,რომ მის მოსვლამდე მოვუსხდეთ მაგიდას ?ან დროზე მაინც მოვიდეს . ვკვდები შიმშილით _ცხვირი აიბზუა ქალმა
_გეყოფა კარინა ,ისე იქცევი თითქოს ოჯახში  პირველად შემოდი .არ დაიღალე ყოველ დღე ერთი და იგივეს ლაპარაკით? ხუთი წუთი,  რომ დაიცადო ქვეყნა არ დაიქცევა. ეს ოჯახური წესრიგის გამოვლინებაა _მიუთითა იზაბელამ.
_ოჯახური წესრიგი...ოჯახური წესრიგი ...ვის რაში ანაღვლებს ეგ თქვენი ოჯახური წესრიგი _არ  ცხრებოდა კარინა და გაწყობილ სუფრაზე ხილისკენ გადასწია ხელი , რომ აეღო , მაგრამ სწორედ ამ დროს ვიღაცამ მაჯაში ხელი სტაცა და ძლიერად მოქაჩა .
_ამ სახლში წესებს ყველა დაიცავს. ვისაც დაცვა არ სურს და არც დაცდა უნდა,შუძლია მიბრძანდეს სამზარეულოში და მსახურებთან ერთად მიირთვას,როცა უნდა და რამდენიც უნდა _ მაჯა ძლიერად მოიქნია ოთახში ახლად შემოსულმა ქალმა .ეს იყო  ოჯახის უფროსი ელენა რიდლი. კარინა ადგილზე გაშრა  მითუმეტეს ,რომ მოულოდნელმა სტუმარმა თვალი თვალში გაუყარა და ისე შეხედა ქალს ლამის მიწა გაუსკდა ფეხქვეშ.
  ელენა რიდლი იყო ოცდაათი წლის ქალი.ლამაზი,დახვეწილი,მიმზიდველი , მდიდრულად ჩაცმული და მუდამ ფორმაში მყოფი . შესაშურად ნატიფი სხეული ჰქონდა და ნამდვილ ასაკზე შესამჩნევად ნაკლებისას ჰგავდა. ის მართლაც ისეთი მშვენიერი იყო როგორც საუბრობდნენ .როგორც ყოველთვის ,ახლაც დილით ადრე ამდგარიყო და ოჯახური ბიზნესის საქმეებს აგვარებდა .სწორედ მაშინ, როცა  კარინა ფიქრობდა , რომ  ელენა იპრანჭებოდა . ქალი დილაადრიან გამოწყობილიყო,ახლა მას შავი მოტკეცილი შარვალი ეცვა მუხლამდე ჩექმებში ჩატნეული ,თხელ ნაქსოვ მაისურზე ბეწვის ჭილეტი მოეცვა და წელში შეეკრა . ქერა ტალღოვანი თმა წელამდე ქონდა ჩამოშლილი და ცალ მხარეს  აწეული . შეუდარებლად გამოიყურებოდა,როგორც ნამდვილი ქალბატონი . თუმცა მიუხედავად ამ სახლში მცხოვრები უამრავი ლამაზმანისა ელენა იქ  უკონკურენტო იყო ,თავისი გრაციოზულობით ,სიმტკიცითა და  სილამაზით.
  ოთახში ყველამ იგრძნო დაძაბულობა. იცოდნენ , რომ ელენა ტყუილა არასდროს  არ ლაპარაკობდა ხოლმე . თან სახეზე რაღაცნაირი სიბრაზე ეწერა ,რაც მაშინვე ყველამ შენიშნა . თუმცა ამის მიზეზს თითქოს ვერავინ ვერ მიხვდა.
_ელენა დაწყნარდი დაიკო , ასეთი საგანგაშო არაფერი მომხდარა,კარინა ყოველთვის ასე იქცევა _სიტუაციის განმუხტვა სცადა  იზაბელამ
ოთახში თანხმობის ნიშნად  უმეტესობამ თავი დააქნია .კარინამ კი მძიმე სკამი გამოსწია და მაგიდას უდარდელად მოუჯდა თითქოს წუთის წინ არაფერი მომხდარიყო .
_ესე იგი შეგვიძლია ვჭამოთ ?
_მე რა ვთქვი ? _მკაცრად წარმოთქვა ელენამ. ყველამ მისკენ მიიხედა _კარინა ადექი და სამზარეულოში გადი _კარინა არ ინძრეოდა, მაგრამ ელენამ უფრო ხმამაღლა დაიყვირა და ქალიც უსიტყვოდ ადგა და გავიდა .ძალიან გაბრაზებული იყო და პირდაპირ თავისი ოთახისკენ გაიქცა. სანამ ელენა მაგიდის თავში დაჯდებოდა ხელი გაჰკრა ჯენიფერს ყურსასმენებს ,რომლებიც ყურში გაერჭო და წინანდელი შელაპარაკება ფაქტობრივად არც გაუგია . გოგონას ფეხები გვერდით სკამზე შემოეწყო და თავს აყოლებდა მუსიკას. ისიც მაშინვე ადგილზე შეხტა.
_ფეხები  ჩამოაწყვე ,მაგიდასთან ასე არ სხდებიან .
ჯენიფერმაც მაშინვე ჩამოსწია ფეხები და ყურასმენები ჯიბეში ჩაიტენა. ელენა მაგიდის თავში დაჯდა.ყველა მშვიდად ჭამდა ,მაგრამ დაძაბულობა მაინც შეიმჩნეოდა .ერთმანეთს გახედავდნენ ხოლმე , მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ცოტა ხანში კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა. კარინა მორბოდა .ტანზე გამოეცვალა  და გარეთ გასვლას აპირებდა ,მაგრამ ელენამ ისევ ხმამაღლა დაიძახა .
_სანამ გახვალ ყველამ უნდა ვისაუბროთ_კარინას თითქოს არც გაუგია და პიჯაკის ჩაცმა განაგრძო , მაგრამ ისევ ელენას ხმა გაისმა_ეს ძალიან მნიშვნელოვანია,ყველას გვეხება _ქალი უკმაყოფილოდ  შემობრუნდა და სასადილო ოთახში შევიდა .ელენამ მსახურებს უბრძანა ,რომ გარეთ  გასულიყვნენ.მათაც სწრაფად შეასრულეს და უფროსები მარტო დატოვეს . კარინა პროტესტის ნიშნად მაგიდასთან აიტუზა და მტრულად გადახედა დეიდაშვილს რომელიც მაგიდის თავში იჯდა და აშკარად არ ანაღვლებდა მისი განწყობა.
ელენამ ჯერ ჯენიფერს, მერე კი ნურს გახედა. ჯენიფერს ყურადრება არ მიუქცევია, რადგანაც დეტალებს არასდროს უღრმავდებოდა . სამაგიეროდ  ელენას ცივი მზერა ნურს არ გამოჰპარვია. ნერვიულობისგან ფეხები აუკანკალდა ,უნდოდა წამომხტარიყო და სახლიდან სამუდამოდ გაქცეულიყო. თითქოს ხვდებოდა რა ამბის გარჩევასაც აპირებდა უფროსი და მთელი ოჯახის წინაშე. ნურისა  და ჯენიფერის მიმართულებით ნასროლი ცივი მზერა არც ოჯახის სხვა წევრებს გამორჩენიათ.ყველა ანერვიულდა. ელენა ჯენიფერის უყურადრებობამ გააღიზიანა, ბეწვის მოსასხამის ქვემოდან გაზეთი გამოაძრო და მაგიდაზე პირდაპირ მისი მიმართულებით ისროლა, რომელიც  სწრაფად გამოერკვა .
_ სად ჯანდაბაში იყავით გასულ ღამეს?_მტკიცედ წარმოთქვა ელენამ
ოჯახის ოთხი  წევრი ვერც კი მიხვდა რა კითხვას სვამდა ელენა .სამაგიეროდ ორი მათგანი კარგად  ჩაწვდა ამ კითხვის მიზანს .
_ჯენიფერ!ნურ!სად იყავით გასულ ღამეს?_შეკითხვა ისევ განმეორდა
_სახლში!_ ერთდროულად წარმოთქვა ორივემ.
_სანამ სახლში მოხვიდოდით?_გოგონები გაჩუმდნენ.მაგიდაზე ყველამ გაზეთს დახედა. პირველსავე გვერდზე იყო სტატია თვითმკვლელობის შესახებ.ოცდაშვიდი წლის ბიჭმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.ნურს და ჯენიფერს შეშფოთება თითქოს არც კი  შეტყობიათ.
_ან  ვინმემ აიძულა ,რომ ეს გაეკეთებინა _ ირონიულად დაამატა კარინამ
_მე თუ არ მეშლება, ეს  ბიჭი გასულ ღამეს თქვენთან ერთად იყო ამ სახლში მოსული _ დააზუსტა სემმა და ავისმომასწავებლად გახედა ორივეს. ახლა მის თვალებში საყვედური გამოსჭვიოდა.
_ხო ,გოგონების ახალი საყვარელი ,შედეგი ისევ ისეთია_დამცინავად თქვა კარინამ , რომელიც ფეხზე იდგა მაგიდასთან და სახეზე უდარდელობა ეწერა.
_რამდენმა ადამიანმა დაგინახათ ,რომ კლუბიდან ამ ბიჭთან ერთად გამოხვედით ?_ კბილებში გამოსცრა ელენამ
ხმა არცერთმა არ ამოიღო ,რამაც ელენა უარესად გაღიზიანდა.
_რამდენმა მეთქი _მის ხმაში სიმკაცრე კი არა,ახლა მრისხანება იგრძნობოდა
_ოცმა მაინც _ამოთქვა ნურმა აკანკალებული ხმით
_ამის მოთმენას აღარ ვაპირებ .სახლი საროსკიპოდ გაქციეთ .აქამდე ხმას არ ვიღებდი , მაგრაამ ეს მეტისმეტია . თქვენ ჩვენს სიმშვიდეს და უსაფრთხოებას არაფრად აგდებთ. ნუთუ თქვენს ტვინამდე ვერასდროს დავა რამდენად მნიშვნელოვანია ის ,რომ სხვებმა ჩვენი ოჯახის საქმეებში ცხვირი არ ჩაჰყონ ? თქვენ კი ვიღაც მაწანწალა მოათრიეთ აქ და მთელი სახლი მოატარეთ. ღმერთმა უწყის სასმელისგან გათიშულებმა რა წამოროშეთ .
_ელენა ჩვენ ამას ვერ ვმართავთ.ამის გაკეთება არ შეგვიძლია.საკუთარ თავთან ბრძოლამ დამღალა , გეგონება ჩვენ გვსიამოვნებდეს ,რომ ჩვენს თავს ასეთი რამეები ხდება . გგონია ჩვენ არ გვინდა ნორმალურები ვიყოთ? შენც იცი, რომ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული _პირველად ამოიღო ხმა ჯენიფერმა .
_ თუ საკუთარ თავს ვერ მართავთ კლუბებში ნუ დაწანწალებთ ,საჭირო არა არის  ყოველდღე ახალ - ახალ კაცებს აეკიდოთ
_აბა  ვისთანაც  ღამეს გაატარებენ ყველას ბოლო ეს არის და... _ისევ დამცინავად თქვა  კარინამ. ელენამ მრისხანე მზერა ესროლა დეიდაშვილს და იმანაც  სიბრაზისგან ტუჩები მობრიცა.
_ხმა ჩაიკმინდე კარინა, გეგონება შენ უკეთეს მდგომარეობაში იყო . შენც ისევე დაწყევლილი რიდლი ხარ, როგორც ყველა ჩვენგანი . ‘’რიდლების მომაკვდინებელი ქალები’’  _ აყვირდა ჯენიფერი
_მე არ ვკლავ მაინც,ყოველ შემთხვევაში უკიდურეს ზომამდე თუარ მივედი _ეტყობოდა , რომ კარინა ამ ამბით გართობას აპირებდა
_კმარა ჩხუბი და დავა .იმაზე უნდა ვიფიქროთ გამოძიება, რომ დაიწყოს და თქვენამდე მოვიდეს მერე რას ვიზამთ?ვინმემ , რომ გაიხსენოს კლუბიდან ერთად გამოხვედით და  რამდენიმე საათში ეს მოხდა?_ელენა შეშფოთებას ვეღარ მალავდა
_წერენ, რომ თავი მოიკლა.რა გამოძიბა უნდა დაიწყოს? _იკითხა იზაბელამ
_თავი მაინც უნდა დავიზღვიოთ.ჯენიფერი და ნური ერთი კვირით ევროპაში წავლენ . სჯობს ნაცნობ ადგილებში არ გამოჩნდნენ ,თუ რამე მოხდება ჩამოვლენ, თუ არადა ცოტახანს დაისვენებენ .ეს გადაწყვეტილია _მოჭრით თქვა ელენამ და მაგიდიდან ადგა.მერე ისევ მობრუნდა _რათქმაუნდა იქაც ვინმეს თუარ გამოიჭერთ და მერე ასე არ დაასრულებთ . წინააღმდეგ შემთხვევაში გაქცევა აზიაში მოგიწევთ _ელენას სიბრაზისგან ტუჩები მოეღრიცა,ხელსაწმენდი მაგიდაზე დაახეთქა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა კარისკენ_ ბარგი ჩაალაგეთ !იზაბელა გაემზადე ოფისში მივდივართ _ისიც მაშინვე წამოდგა და ელენას უკან გაჰყვა.
  ელენამ და იზაბელამ კომპანია ფეხდაფეცხ შემოიარეს . ყოველ დილით ასე იქცეოდნენ . რიდლების ბიზნესი წარმოადგენდა  ‘’რიდლების კოსმეტიკურ ქსელს ‘’ ,რომელიც გათვლილი იყო ქალებზეც და მამაკაცებზეც . მამაკაცები აღნიშნავდნენ, რომ რიდლების მამაკაცის სუნამოს განსაკუთრებული სურნელი ჰქონდა და ის თავბრუს ახვევდა ქალებს.ამიტომაც ამ სუნამოს მამაკაცების დიდი ნაწილი  ყიდულობდა . რიდლების ქალთა კოსმეტიკის და სუნამოების ქსელის სახე წითური იზაბელა რიდლი იყო . სწორედ იზაბელა იყო ოჯახში ერთადერთი , რომელსაც კომპანიის 20 %  ეკუთვნოდა კანონიერად. დანარჩენს სრულიად ფლობდა ელენა რიდლი .კომპანიის დამფუძვნებელი და დამაარსებელიც ის  იყო. წილს კანონიერად მხოლოდ იზაბელა იღებდა კომპანიისთვის გაწეული ღვაწლისთვის ,სარეკლამო კუთხით გაწეული საქმიანობისთვის.ოჯახის დანარჩენ წევრებს ყოველთვიურად ურიცხავდა  თანხას საკრედიტო ბარათებზე ,დანახარჯებს არ აკონტროლებდა და არც საზღვრებს უნიშნავდა. უბრალოდ  ყველაფერი ელენას სახელზე იყო. ელენა იზაბელას ძალიან ემაადლიერებოდა ,ყოველთვის გვერდით ედგა და მასთან ერთად აგვარებდა კომპანიის საქმეებს .დანარჩენი ოჯახის წევრები კი მხოლოდ ხარჯვაზე იყვნენ მზად , კომპანიაში მხოლოდ დასათვალიერებლად, ან თვეში ერთხელ ოჯახურ შეკრებაზე მოდიოდნენ.
დაახლოებით სამი საათი იქნებოდა ჯენიფერმა და ნურმა, რომ დარეკეს აეროპორტის გზაზე მივდივართო. ელენამ გააფრთხილა ერთ კვირაზე ადრე არ ჩამოხვიდეთო .ყურმილი დაკიდებულიც არ ჰქონდა როცა მდივანმა აცნობა,  რომ პოლიცია იყო მოსული . ელენას ცივმა ოფლმა დაასხა .მაშინვე მიხვდა რისთვისაც მოვიდოდნენ და  კართან მიეგება ოფიცერს.
_რით შემიძლია დაგეხმაროთ  ?_ოდნავ შემკრთალი ,მაგრამ მტკიცე ხმით წარმოთქვა ქალმა
_გასულ ღამეს თვითმკვლელობა მოხდა .იარაღი  ვინმე ელენა რიდლის სახელზეა გაფორმებული .
_რაა?შეუძლებელია ,მამას იარაღი მისი სიკვდილის მერე არავის გამოუყენებია .ჩვენს სახლში მოხოლოდ ერთი იარაღია და ისიც მშობლების დანატოვარი_წამოიყვირა იზაბელამ_ელენამ თვალები დაუბრიალა და იზაბელაც მიხვდა ,რომ ზედმეტი წამოროშა .
_მე მხოლოდ იარაღის შენახვის უფლება მქონდა .
_ვწუხვარ ქალბატონო ,მაგრამ  უნდა წაგიყვანოთ _მხრები აიჩეჩა ოფიცერმა
_მაპატიმრებთ? _ გამომცდელად იკითხა ქალმა
_არა, ჯერჯერობით მხოლოდ უნდა დაგკითხოთ . ფორმალური მხარეა
_იზაბელა ჩვენს ადვოკატს დაურეკე , ჯენიფერს და ნურს უთხარი, რომ ახლავე სახლში დაბრუნდნენ .
იზაბელამ მაშინვე თავი დაუქნია,ხმა არც კი ამოუღია ისე დასწვდა ტელეფონს,ჯერ  ნურს და ჯენიფერს დაურეკა, რომ არ გაესწროთ , მერე კი ადვოკატს .ჩანთა აიღო და  უკან აედევნა პოლიციის მანქანას .
  რიდლების წასვლიდან ცოტა ხანში ოფისის მისაღებში ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გაამოჩნდა. იქნებოდა დაახლოებით ოცდაათი წლის . ხელში რაღაც ჯაჭვის მაგვარს ათამაშებდა და გზადაგზა გოგონებს კომპლიმენტებით ავსებდა. ბიჭი ძალიან სიმპატიური და მხიარული ჩანდა. პირდაპირ მიმღებისკენ წავიდა და ახალგაზრდს გოგონას მიესალმა, რომელიც ელენას კაბინეტთან ახლოს მუშაობდა.
_ჰეი,ლამაზო ,ციდან ჩამოვარდი ?_გოგონა გაწითლდა და დაიმორცხვა. ბიჭმა არც კი აცადა გონზე მოსვლა, რომ თავი წარუდგინა_მაიკ ოსტინი , ამ შესანიშნავი ფირმის  და ახალი სუნამოს სახე ,აი იმას ქალებს, რომ აჯადოებს.
_სასიამოვნოა ,რით შემიძლია დაგეხმაროთ?
_წითურმა რიდლმა შემარჩია გასულ კვირას კონკურსზე .სხვათაშორის ძალიან ლამაზია _ ჩურჩულით წარმოთქვა ბიჭმა_დღეს ოთხი საათისთვის დამიბარეს. პირადად ელენა რიდლს უნდა ვეახლო. კონტრაქტის ამბებია ხომ გესმის ?_ხელით ანიშნა გოგონას
_ხო რათქმაუნდა _ის ისევ დაბნეული ჩანდა
_ფინანსური მხარე , რომ არ ესაჭიროებოდეს ადამიანს ამ მშვენიერ ქალების მონად ვიმუშავებდი მთელი ცხოვრება .უნდა ვაღიარო მონუსხული ვარ.
_თქვენ პირველი ნამდვილად არ ხართ _ჩაიცინა მდივანმა და თითქოს აღარც სურდა ამ ბიჭის ლაყბობის მოსმენა .
_აბა  ელენა რიდლის აცნობებთ ,რომ მოვედი ?
_ვწუხვარ, მაგრამ რიდლები კომპანიაში არ არიან, თხუთმეტი წუთით ადრე გავიდნენ სანამ თქვენ მოხვიდოდით
_რააა?შეხვედრა გვქონდა.
_სასწრაფო საქმე გამოუჩნდათ. ამ კომპანიაში მუშაობა თუ გნებავთ მსოფლიოში ყველაზე ჭირვეულ ქალებს უნდა გაუძლოთ_ბიჭი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.ენთუზიაზმი გაუნელდა ,მაგრამ მიმღების პირისპირ ამ დროს ლიფტის გარი გაიღო და იქედან ორი გოგონა გადმოვიდა .ლამაზები და თანაც უცნაურები იყვნენ .მაიკმა მაშინე მიაქცია ყურადღება ორივეს. ისინი პირდაპირ მიმღებისკენ წამოვიდნენ. ორივეს ისე ჩაუარეს ,რომ ზედაც არ შეუხედავთ მხოლოდ ერთმა მათგანმა მოაძახა .
_ემა ახლავე კაბინეტში შემოდი _ისიც მაშინვე დაფაცურდა და ფეხაბნეული გაიქცა კაბინეტისკენ  , მაგრამ მაიკმა გზაში დააწია შეკითხვა .
_ესენი ვინ არიან ?
_ნურ და ჯენიფერ რიდლები ,უმცროსი რიდლები _მერე კი სირბილით გაიქცა ოთახისკენ .
_ჯანდაბა, ამას ქვია მომაკვდინებელი ქალები _ჩაილაპარაკა მაიკმა და ლიფტისაკენ წავიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები