ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2015


* * *

მზეს გულში გაუთბა ადამიანი...
მე კი აცახცახებულ მთვარეს შევუწექი ფეხებში,
შემოვეხვიე გრილ მუხლებზე
და
მომახურა ღამის სუნით სავსე საბანი.
ჩაი მომართვა,
აისის ნამიანი არომატით და ერთად მივირთვით...
გათენება რომ დააპირა ზეცის ნაპირმა,
წვიმადქცეული,
ქარს შევერიე დაუფიქრებლად,
დილასთან ერთად რომ გავწვიმებულიყავი_
შენს ქუჩაზე
და
გაზაფხულად მოგჩვენებოდი,
ახლადგახელილ თვალებში...
ღობე–ყორეებს მოდებული_მე,
რომ იქნებ აგრეოდი იელის ტყეში
და
შემომხვეოდი.
ხმა არ გამეღო,
შემეფერა...
ამის მერე კი მომეპარე
და
მზედ გამეტაცე,
რომ იმის გულში,
ჩემთან ერთად გამთბარიყავი გათენებამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები