ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2015


* * *

როცა გიყვარს,
როცა კიდევ უფრო გიყვარს,
მერე კიდევ მეტად შენი თავი გიყვარს ამის გამო,
მერე კიდევ სამყარო გიხარია,
ადამიანებს არ ერჩი,
რომლებიც გერჩიან,
მაგრამ არ გედარდება,
რადგან გიყვარს
და
იქაა შენი ოთახის ჩუსტები და აბაზანა,
შენი სამზარეულო იმის ქვაბშია,
და შენი თეთრეული მის მზეზე შრება,
ჭიქა ერთი გაქვთ წყლისთვის,
მანგოს ერთ ხეზე კრეფთ,
ყველა თევზი შენს ზღვაშია,
მის აუზში რომ ჩადის,
პირსახოცში გახვეული სიზმრები
და
ხელისგულზე დახაზული გეგმა_
თანაცხოვრების,
ეს თუ სიამაყეა_მე ვარ ამაყი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები