ისინი თვალს არიდებდნენ ერთმანეთს, მზე რომ ჩადის, ხალხს რომ ენანება და მზეს რომ რცხვენია, მაგრამ მაინც რომ უნდა ჩავიდეს_ისე! ისინი გაურბიან ერთმანეთს_დღე-ღამესავით! ისინი აწამებენ ერთმანეთს, როგორც გველნაკბენს ტკივილი. ისინი, ისე არ იცნობენ ერთმანეთს, როგორც ნათესავები, წელიწადში ერთხელ რომ ხვდებიან ჭირ-ლხინში! ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, როგორც ლოგინიდან გაპარულ საყვარელს გამთენიისას! ისინი დაეძებენ ერთმანეთს, როგორც სუნს, შორიდან რომ გცემს_შენიანის, რომელიც არსად არსებობს! ისინი სისხლს უყოფენ ერთმანეთს_ლუკმაპურივით. ისინი ძველდებიან ერთმანეთზე_ღვინოსავით. ისინი ეხვევიან ერთმანეთს_სუროსავით. ისინი ავადდებიან ერთმანეთით_კიბოსავით. მათ, სრულიად არაფერი იციან ერთმანეთზე!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ისინი ეხვევიან ერთმანეთს_სუროსავით... ჰო...
ისინი ეხვევიან ერთმანეთს_სუროსავით... ჰო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|