 | ავტორი: ბაჩო_777 ჟანრი: პოეზია 11 აგვისტო, 2014 |
პოეტობა არ მინდა, უნიჭობას არ ვჩივი. ცეცხლის ალის ფერი აქვს, ამ უფერულ სტრიქონებს. გალია რომ არ მქონდეს და რომ მყავდეს არწივი, სტრიქონით დავიჭერდი, ალბათ ვერ დამიმონებს...
წერა ჩემთვის შვებაა, დიდი თავისუფლება, სისხლი გულს მონაწოლი გრძნობას რომ ეუფლება. ტკივილს მიმომიფანტავს, მიცამტვერებს ნაპირებს, როცა გული მიცემს და ლექსის წერას აპირებს...
მაშინ ფრთები მესხმის და ცის სიმაღლეს გავცდები, ირგვლივ მრავალფერია, ბულბულებიც გალობენ, ღრუბლებს ავეფარები, მთვარეს ლოყებს ვუკოცნი, ვარსკვლავები მღერიან და ღმერთებიც მწყალობენ...
წერას როცა მოვრჩები, რეალობას ვბრუნდები - სევდიანი გარემო, ისევ შავ-თეთრ ფერებში. ლექსის წერას მოვრჩები და მაშინათვე ვრწმუნდები - წამიერი სამოთხეა კალამი ჩემს ხელებში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. როგორ არ არის... სიმართლეს ვუბრუნდები
თუნდაც ასეა შესაძლებელი შეცვალო.. როგორ არ არის... სიმართლეს ვუბრუნდები
თუნდაც ასეა შესაძლებელი შეცვალო..
3. არ შეიძლება. მე როცა ვკითხულობ ზუსტად ჯდება, თან იმ სიტყვის გარდა სუტად იმ მნიშვნელობის მქონე სხვა სიტყვას ვერ ჩავწერ, რადგან არ არის არ შეიძლება. მე როცა ვკითხულობ ზუსტად ჯდება, თან იმ სიტყვის გარდა სუტად იმ მნიშვნელობის მქონე სხვა სიტყვას ვერ ჩავწერ, რადგან არ არის
2. კი შვება ნამდვილად არის :) კი შვება ნამდვილად არის :)
1. რეალობას ვუბრუნდები! თუმცა რახან რიტმში არ ჯდება სხვა რამით შეიძლება შეცვალო...
რეალობას ვუბრუნდები! თუმცა რახან რიტმში არ ჯდება სხვა რამით შეიძლება შეცვალო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|