ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ივლისი, 2014


ვილოცებთ შვიდგზის

შენი სხეული -რხევა ტოტების
და ჭკნობა სულში -დაზამთრებულა,
აქა-იქ ყრია ფოთლები ხმელი,

ყველაფერი რომ მოგაგონდება
როგორც ზამთარში კენტი ბეღურა
იბუზები და რაღაცის რწმენით

მაინც, ჯიუტად არ ტოვებ ბუდეს
მაინც, გაჰყურებ ქუჩას იმედით
მაგრამ არ ჩანან სხვა ბეღურები,

დღეს მისი თავი არ გადევს გულზე
და სულ პირველად როცა მოვიდა (როცა მიხვედი)
იმ პირველ მოსვლას ეპოტინები
ბოლო წასვლას არ კი ეგუები..

ქარია..
შენი სხეული -რხევა ტოტების
ხელის გულებზე დამეტევი კენტი ბეღურა,
და ფიქრებს წავშლით
ნათქვამი ამინ,
ამინ
და ამინ..
ვილოცებთ შვიდგზის
და არაფერი მოგაგონდება
ისიც, რომ აღარ დაბრუნდა სახლში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები