ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2014


ცხოვრება თამაშია

                                    ცხოვრება თამაშია და
                                            გემოც ამაშია...

ცხოვრება, - ძალზე ნაზია,
ცხოვრება ძალზე თბილია,
შეხვდები ზოგჯერ ბრაზიანს,
შეხვდები ზოგჯერ ნისლიანს.

ცხოვრება ვისთვის საჭეა,
და ვისთვის ზურგში მათრახი,
იგი ზოგისთვის გამრჯეა,
ზოგისთვის კიევ ჩათ..ხი.

ცხოვრება ბობოქარია,
ხან კიდევ, -დუნე მდინარე,
ზოგისთვის ზურგის ქარია,
ზოგს არ ასვენებს მძინარეს.

ზოგისთვის მთვარის შუქია,
ღვთის გზაზე მანათობელი,
ეს გზა სულ ყველას უქია,
ვისაც უნახავს სოფელი.

28.09.2000წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს