| ავტორი: აინინა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 ივლისი, 2014 |
აკა მორჩილაძის ეს უცნაური წიგნი–ჯვალოს ქსოვილის ჩანთაში ჩალაგებული პატარა წიგნუკები სასაცილო და უცნაური ნახატებითა და წარწერებით აჭრელებული ყდებით, ჩემმა ახლობელმა მაჩუქა, იმავე წელს, როცა პირველად გამოვიდა წიგნის მაღაზიებში( 2002 წ.). დიდი მადლობები კი ვუხადე, გადავხედე, გადავათვალიერე და მივაგდე სადღაც აღრენილმა, რომ ტაკიმასხარობად იქცა ეს „ღმერთთან მოლაპარაკე“ ჩვენი მწერლობა. ზაფხულში, დიდი უსაქმურობის დროს, მომხვდა ხელში ისევ ეს მივიწყებული „წიგნი“ (ეს სახელიც კი არ მემეტებოდა) და კითხვა დავიწყე. აღვფთოვანდი–მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ გვარიანად კი ამაფორიაქა დაუსრულებელმა, საინტერესო ადგილას გაწყვეტილმა ამბებმა, არატრადიცულმა თხრობამ, საინტერესო საყარომ და პერსონაჟებმა, მკვლელობებმა, სულ სხვადასხვა პერსონაჟის მიერ დანახულმა და „გამოძიებულმა“. პროფესიონლურმა ინტერესმა– მაინც რის თქმა უნდოდა მწერალს ამ არეულ–დარეული ამბებით- მოსვენება დამიკარგა, ისტორიასა და გეოგრაფიულ რუკებშიც ბევრი ვიქექე სანტა ესპერანსას კუნძულებისა და ქალაქის მოსაძებნად. მწერლის ჩანაფიქრის ამოცნობას ისიც ართულებს , რომ ამბები ქრონოლოგიურად კა არაა დალაგებული, არამედ ესპერანსული კარტის–ინტის მიხედვით, 36 პატარა წიგნაკადაა წარმოდგენილი, ამასთანავე თითოეულში რამდენიმე ამბავია გაერთიანებული. ეს წიგნ–კარტები შეიძლება წავიკითხოთ სიგრძისად, როგორც ოთხი კომპოზიციურად ერთმანეთთან დაკავშირებული ამბავი,(ეს ოთხი ცხრათავიანი რიგის წიგნები ფერებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც კარტში გული, აგური, ყვავი და ჯვარი;ყავისფერი–ვაზის, ყვითელი–მაყვლის,მწვანე–ბუძგის, ლურჯი–ხმლის) ან განივად –ცხრა. შეიძლება სხვა ვარიანტებიც შეარჩიოს მკითხველმა, შეუძლია ნებისმიერი ამბავი აიღოს და წაიკითხოს, გასაგებიც იქნება და საინტერესოც.(მკითხველის დასახმარებლად მწერალს თავის გუდაში მოუთავსებია ფერით განსხვავებული თეთრი გზამკვლევი „ზანდუკი ხეტიალისა“. მოკლეთ, მომიწია ხან სიგრძისად წამეკითხა, ხან განივად, ხან ცალ–ცალკე. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ სულაც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმის გაგებასა და დადგენას, რასაც ამდენი დრო დავუთმე, რომ მწერალი მეთამაშება, მეორეხარისხოვანზე გადააქვს ყურადღება, გითრევს, გაკითხებს და გაკითხებს ამ თავის წიგნუკებს,ხან წაღმა, ხან უკუღმა, სანამ მთავარს არ მიაგნებ. რჩები „გაბითურებული“, მაგრამ კმაყოფილი, როგორც ფოკუსების ჩვენების დროს. ეს ერთ–ერთი თავისებურებაა პოსტმოდერნისტული მიმდინარეობისა, რომელსაც მიეკუთვნება „სანტა ესპერანსა“.პოსტმოდერნისტული სიახლეები ეს ერთ–ერთი ღირსებაა (და არა ერთადერთი, საბედნიეროდ, როგორც მერე დავრწმუნდი) „სანტა ესპერნსასი“. აკა მორჩილაძის პოსტმოდერნისტული წერის მანერისაგან მიღებული შთაბეჭდილება შესანიშნავად გადმოსცა ლალი ავალინმა: “აკა მორჩილაძე ღრუბელივით ისრუტავს ყოველივეს, რაც ოდესმე დაუნახავს, წაუკითხავს, დაულანდავს, - ცხოვრებაშიც და ეკრანზეც; ყველაფერ ამას ჩაუძახებს თავის ``ქვაბში``, აურ-დაურევს, ან გადახარშავს, ან არა, ცოტას იუმორით შეკაზმავს, გემოვნებისამებრ, და, შემდეგ, მკითხველს პირდაპირ თავზე გადმოამხობს. მაგრამ საოცარი ის გახლავთ, რომ ყოველივე ეს საკმაოდ მიმზიდველია, ხოლო ლიტერატურულ-მხატვრულ-კინემატოგრაფიული ``შარადების`` ამოცნობის მოყვარულთათვის - პირდაპირ სულზე მისწრებაა“ რა „პოსტმოდერნისტული სიახლეები“ გვხვდება „სანტა ესპერანსაში“? ნაწარმოების დასაწყისშივე თვალში მოგხვდებათ ერთი პოსტმოდერნისტული ტენდენცია _ გამონაგონისა და სინამდვილის, ილუზორულისა და რეალურის ონტოლოგიური აღრევა. პოსტმოდერნიზმი სიმულაციის ხელოვნებაა, იგი არც არასოდეს არსებულ “ორიგინალთა” აბსოლუტურად “იდენტურ” ასლებს, ე.წ. სიმულაკრუმებს ქმნის. „ (ზ. ქარუმიძე). ეს რომ გავიაზროთ, გავიხსენოთ სანტა ესპერანსას დაარსების ისტორია.მწერალი გვამცნობს, რომ დავით აღმაშენებლმა, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში მეფობდა, შეამჩნია საქართველოს მახლობლად, შავ ზღვაში, მდებარე სანტა ესპერანსას არქიპელაგი და იქ ქართველთა გადასახლება დაიწყო. ამიტომ ჰქვიათ ქართველებს ამ გამოგონილ ქვეყანაში იოანელები. „ასწლეულების განმავლობაში საქართველო და ესპერანსა თანდათან დაშორდნენ ერთმანეთს. ქართველები საფუძვლიანად და, ვგონებ, სამუდამოდაც გაიბლანდნენ ევროპასა და აზიას შორის, ხოლო სანტა ესპერანსამ და იქაურმა ქართველებმა მიაღწიეს იმას, რაც ვერ შეძლო მათმა დედასამშობლომ – ისინი ევროპულ ქვეყანად იქცნენ, ბრიტანეთის იმპერიის ნაწილად და ამჟამად თანამეგობრობის წევრად, ვითარცა რომელიღაც კანადა ან თუნდაც, ავსტრალია.“ სინამდვილეში არავითარი სანტა ესპერანსა არ არსებობს. ეს არის აკა მორჩილაძის უტოპია, მისი გამოგონილი და შესაძლოა, საოცნებო სამყაროც, რომელსაც ის აცოცხლებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ასხამს ხორცს. ამ კუნძულებს თუკი შევაერთებთ რუკაზე და კარგად დავაკვირდებით, შებრუნებულ საქართველოს რუკას დავინახავთ.“(ირაკლი ქასრაშვილი – “ქართული უტოპიის ქრონიკები” ). ეს არის პოსტმოდერნიზმის დამახასიათებელი ერთ–ერთი თავისებურება–სიმულაცია ანუ ნამდვილისა და გამონაგონის აღრევა. პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი თავისებურებას-თამაშის ხელოვნებას როგორ ფლობს მწერალი, ამის შეასახებ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. ბელა წიფურია წერილში ,,ინტერპრეტაციის თავისუფლებიდან თამაშის უფლებამდე’’ აღნიშნავს შემდეგს: ,,ტექსტის ან მოვლენის თავისუფალი ინტერპრეტაცია პოსტმოდერნისტული ეპოქის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია.ინტერპრეტაციის თავისუფლება, ამავე დროს, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა შედეგია იმისა, რომ ამ ეპოქაში აღარ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების, უნივერსალური იდეის ან ერთიანი სისტემის გაგება და შესაბამისად მათდამი ერთგულების აუცილებლობა.’’(46:23) ავტორსა და მკითხველს შორის თავისუფალი ღია ურთიერთობები იწევს წინა პლანზე, ,,ლიტერატურული ნაშრომის მიზანია, მკითხველი აღარ გახადოს მომხმარებელი, არამედ ტექსტის შემქმნელი.”(46:23) ავტორი საკუთარი ნაწარმოების წაკითხვის მრავალგვარ ხერხს სთავაზობს მკითხველს, ყველა პატარა გზა ერთი, მთავარი სათქმელისკენ არის მიმართული, დანაწევრებული ტექსტები უნდა გამთლიანდეს იმისთვის, რათა აღქმა იყოს სრულყოფილი, “პოსტმოდერნიზმისთვის ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, თამაშია, როგორც ამას ჰანს-გეორგ გადამერი –ფილოსოფიური ჰერმენევტიკის მამა გვასწავლის, სამყაროს შემეცნების, განმარტებისა და თარგმანების საშუალებაა. ლიტერატურის აყვანა წმინდა თამაშის რანგში ქართული ტრადიციისათვის უცხო ხილი იყო, ხოლო აკა მორჩილაძემ ჩვენში ამ ხილის ფრიად მომგებიანი იმპორტი განახორციელა, განსხვავებით სხვა იმპორტიორებისგან, იმ წლებში უხარისხო საქონელი რომ შემოჰქონდათ.“(ქარუმიძე) პოსმოდერნიზმის კიდევ ერთი მახასიათებელი– ფრანგი ფილოსოფოსის, ჟაკ დერიდას მიერ მიმოქცევაში შემოგდებული მეთოდი _ დეკონსტრუქციაა, რაც შემდეგში მდგომარეობს: ჩვეულებრივ, ყოველი სტრუქტურა ემყარება ცენტრალურ ელემენტებს და ასევე შეიცავს მეორად მარგინალურ ელემენტებს. დეკონსტრუქციის მეშვეობით ამგვარი ქვეწყობა - ცენტრალური/მარგინალური ირღვევა, სტრუქტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ცენტრალური და მარგინალური ერთმანეთს უტოლდებიან და ერთმანეთს ანაცვლებენ, რასაც სტრუქტურის მთელს აგებულებაში ახალი დინამიკა და მოქნილობა შეაქვს".აქაც ამბავი, რომანი დაშლილია 36 წიგნად და უამრავ ამბად, სადაც შეუძლებელია გაარჩიოო ერთმანეთისაგან მთავარი და მეორეხარისხოვანი, ყოველი წიგნი, ყოველი ამბავი დამოუკიდებელია, ყველა თანაბარი მნიშვნელობის. მკითხველმა თავად უნდა გამოარჩიოს მთავარი, მნიშვნელოვანი.`პოსტმოდერნისტული ტექსტი არის ღია ტექსტი და მკითხველის ინტერპრეტაცია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ის არ არის ერთჯერადი ინტერპრეტირების საგანი.ხშირ შემთხვევაში რთულია ავტორის ჩანაფიქრის მიხვედრა, ვინაიდან, როგორც უმბერტო ეკო წერს, „ავტორმა ინტერპრეტაცია არ უნდა მოახდინოს, მას შეუძლია სათაურის მეშვეობით არა თუ მოაწესრიგოს, არამედ აურ-დაურიოს მკითხველის აზრები. ,,არაფერია ავტორისთვის იმაზე დიდ ნუგეში, ვიდრე ამ წაკითხვათა აღმოჩენა, რომელიც მას არ ჩაუფიქრებია, მაგრამ მისმა მკითხველმა უკარნახა.’’ და ბოლოს, თუ „სანტა ესპერანსას“ პერსონაჟებში თქვენთვის ცნობილი ადამიანები ან პერსონაჟები დალანდოთ, არ გაგიკვირდეთ: ნიღბებით თამაშის, კარნავალიზაციის, პაროდირების გარეშე პოსტმოდერნიზმი არ არსებობს.მაგ.გამოთქმულია აზრი, რომ აგათია ციხისთავი თავისი გამჭრიახობით, ვერცხლისბუნიკიანი ხელჯოხით, რომელშიც მოგრძო დანა იყო ჩამალული, ნაირ–ნაირი რევოლვერებით აგათა კრისტს მოგვაგონებს;მოკლე, გორგალივით ჩახვეული ხეტია, განზე გადმოქანებული ღაბაბით, გავერანებული სახლით, რომელიც იმით გადაეხურათ, რაც ეშოვათ (ნაშალი კრამიტით, თუნუქით, ფიცრით), ჩამსხვრეულმინებიანი ფანჯრებით და იმით, რომ თვლა უყვარს–ლუარსაბს.სალომე ერთდროულად ჯულიეტაცაა, იტალიელ ჭაბუკზე, ალექსანდრო და კოსტაზე შეყვარებული, ნესტანი–ვეფხვიც(„მე ვერ ვეტყვი ვეფხვს, რომ მასთან საუბარი გწადიათ“, „ვეფხვია და უცხო იქნება , მაშ რა?) და ანტი–მედეაც, რომელმაც უცხოელ საქმროს სამშობლო და ოჯახი არჩია.მისი ქმარი, საქართველოელი ნიკა აბაიშვილი კი ჭაბუკია, რომელსაც ტირილი შეეძლო". როგორც ვხედავთ, აკა მორჩილაძე შესანიშნავად ფლობს პოსტმოდერნისტულ „ტრიუკებს“. მაგრამ „სანტა ესპერანსას“ ღირსება მხოლოდ ამ სიახლეებს არ ეფუძნება.მას აქვს ის, რაც ასე სჭირდებოდა და სჭირდება ქართველ ხალხს. „ პოსტმოდერნიზმი ეჭვის თვალით უყურებს ისეთ მარადიულ ფასეულობებს, როგორიცაა სიყვარული და მეგობრობა, ერთგულება, ზნეობრიობა. თუ წინა პერიოდში ლიტერატურა ამ თემების მრავალგვარ ჩვენებას გვათავაზობდა, ამ ეპოქაში მთავარი სხვა რამ გახდა, ცხოვრება ადამიანს სხვაგვარი გამოწვევების წინაშე აყენებს, იწყება თვითგადარჩენაზე ფიქრი, სადაც ზემატერიალური გრძნობების ადგილი ნაკლებად რჩება.იკარგება ფასეულობები, თანამედროვე ადამიანი დაცლილია მორალური თუ ზნეობრივი ვალდებულებებისაგან, ყოველგვარი ეთიკური და ამაღლებული უფერულდება“.(ძნელაძე სოფიკო- „მორალურ-ზნეობრივი იმპერატივი პოსტმოდერნისტულ მწერლობაში“). „სანტა ესპერანსასთვისაც“ თითქოსდა ნიშნეულია ეს ყოველივე, მაგრამ სკეფსის, ირონიზების მიღმა რომანში სულს ესალბუნება „გარდარეული“ სიყვარულიც, მეგობრობაც. გატანაც. ერთგულებაც, პატიოსნებაც, ნაღდი კაცობაც და სხვა „ნამდვილი რამეებიც“, რითაც „სანტა ესპერანსა“ კავშირს ინაჩუნებს მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის ტრადიციებთან.
თვით თვითგადეჩენის, ღირებულებათა გაუფასურების ჩვენებით მწერალს მკითხველის სულში შემოაქვს ტკივილი და ეს თვითგადარჩენა,ისტორიული აუცილებლობით გამოწვეული, გმირობის ტოლფასად აღიქმება, ვინაიდან ეს ხდება ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი ბედნიერების, ზოგჯერ საკუთარი კეთილდღეობის, ზოგჯერაც ყველაზე ძვირფასის დაკარგვის სანაცვლოდ. სწორედაც რომ რომანი გამსჭვალულია ისეთი მარადიული ფასეულობებით, რომლებიც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ხალხს, როცა მოძალებული გლობალიზაციის თანმხლები პროცესესების გამო ეროვნული თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება. უპ. ყოვლისა , მინდა აღვნიშნო, „სანტა ესპარანსული“ ისტორიები არა მარტო ქართული რეალობის რიკოშეტულ სურათებს წარმოადგენს“ (თ.პაიჭაძე), არამედ „შეიძლება ითქვას,რომ ეს არის „ალტერნატიული საქართველო“, შეგვიძლია სანტა
ესპერანსაში ჩამოსული ერთი ქართველივით განვაცხადოთ: მე წავიკითხე რომანი "სანტა ესპერანსა" და ვიხილე იქ საქართველო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სანტა ესპერანსა ესაა ბრიტანული იმპერიის კოლონია, სადაც ბარბაროსი რუსების მაგივრად ცივილიზებული ევროპელები გვმწყემსავენ (ზ.შათირიშვილი) და რომ ესაა საქართველოს ალტერნატიული მომავალიც. ძალიან რთულია ისეთმა ქვეყანამ, როგორიც ჩვენი სამშობლოა, თავი შეინახოს ამდენ გიგანტთა შორის, როცა ყველას თვალი მოუბჯენია და ხელსაყრელ დროს ელოდება , რათა, როგორც სასურველი „სასძლო“ დაისაკუთროს, თავის გვარზე გადაიყვანოს, თავის შვილები დააზრდევინოს, თავის ნანა ამღეროს, თავის ტაძარში შეიტყუოს.გავუძელით ხმლით მოსულ მტერს: სპარსეთს, ოსმალეთს, არაბებს, მონღოლებს, (ილია) გავუძლებთ კი „ძმური ერთობით“, ძმური რელიგიით, დემოკრატიის სახელით მოსულს? აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსა“ სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს, გვადარდებს და, ჩემი აზრით, მთლად უიმედოდაც არ გვტოვებს. სანტა ესპერანსა, ისე როგორც საქართველო, მრავალეროვანი ქვეყანაა.გვერდიგვერდ ცხოვრობენ იოანელები, ინგლისელები, იტალიელები (ჯენოველები) და ოსმალები . თუმცა სახელმწიფო ენა ინგლისურია, რადგან დიდ ბრიტანეთს ეს მიწები იჯარით აქვს აღებული 145 წლით, სკოლაში 4 ენა ისწავლება –ინგლისური,ქართული,იტალიური და თურქული. ყველა ეროვნული სკოლა საგნებს ასწავლის მშობლიურ ენაზე, თუმცა ვალდებულია,ასწავლოს სხვა სამი ენაც, ამიტომ სანტა ესპერანსაში ყველამ იცის ოთხივე ენა. კუნძულზე კარგ ტონად ითვლება დაელაპარაკო თანამოქალაქეებს მშობლიურ ენაზე. (ესეც ქართველთათვის დამამახასიათებელი თვისებაა). ქართველი კაცმა ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ოდითგანვე შეისისხლხორცა თვითგადარჩენის ინსტინქტი.“სანტა ესპერანსაშიც“ ყველა ქართველს– იოანელი იქნება თუ „გაღმელი ქართველი“ ეს ინსტინქტი აქვს გამახვილებული, ესაა მხოლოდ, რომ გადარჩენის სხვადასხვა ხერხებსა და საშუალებებს იყენებენ. თვითგადარჩენა თავისთავად გულისხმობს რაღაც ისეთის დათმობას, რაც არღვევს პიროვნების მთლიანობას, ღვთის ხატს ადამიანში: შეიძლება ეს იყოს ღირსება, სიყვარული, რელიგია, თავისუფლება, ენა, ეროვნება, ზოგჯერ მატერიალური კეთილდღეობაც...სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, უმაღლეს ფასეულობათა დაკარგვის ფასად გვიხდება ქართველებს თავის გადარჩენა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ცოტა დამაბნია, ერთი სათაურით განთავსებულმა ორმა ტექსტმა, ორივე საინტერესოა და ძალიან მომეწონა.
ჩემტვის პირადად ეჭვსგარეშეა, რომ ''სანტა-ესპერანტა'' და ''მესაიდუმლის ქამარი'' (ამ ორ რომანს მე ერთად აღვიქვამ) ამ საუკუნის ყველაზე მნისვნელოვანი მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. თემა ძალიან დიდია, ამიტომაც ალბათ გახდა სურვილი ორი თითქმის თანაუკვეთ, სტატიად მიწვდინა საზოგადოებისთვის თავისი თახედვა სანტა-ესპერანტაზე.
უკვე სიბერეში მყოფს, ძალიან ცოტა გამეგება პოსტმოდერნიზმის და მისი კანონების, რომლის თარგზეც დაწერილა თურმე ეს რომანი. მე ის უფრო საქართველოს ალტერნატიულ ისტორიად აღვიქვი.
აი, რა იქნებოდა, საქართველო რუსეთის კოლონია, კი არა ინგლისის კოლინია რომ ყოფილიყო? ცივილიზებული ინგლისი, უფრო ''ადვილად'' გვიბოძებდა დამოუკიდებლობას, მაგრამ საქართველო გადარჩებოდა თუ არა სამოქალაქო ომს?
მტკივნეულია, აკას პასუხი ამ კითხვაზე: ვერა, საქართველო ამ ვარიანტშიც სამოქალაქო ომს ვერ აიცილებდა. ესაა საქართელოს კარმა.
აინინამ, ორივე სტატიაში მშვენივრად წარმოადგინა რომანის თვალსაწიერი, რაც არ იყო ადვილი, თუ გავითვალისწინებთ რომანის გრანდიოზულობას (700 გვერზე მეტია) და ნოვატორული თხრობის მანერას.
მე მარტო ერთს დავუმატებდი: სანტა-ესპერანტელთა ქართულს. ესაა ის, რაც ყველზე მეტად მომეწონა აკას რომანში. აი, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს რუსულის გავლენა არასდროს განეცადა და მაშასადამე ამ რომანსი არ უნდა ეხმარა ის სიტყვები , რომლებიც რუსულის გავლენით შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენში, და მათ მაგივრად ახალი სიტყვები უნდა მოეგონა, თან ისე, რომ მათ მნიშვნელობას მიხვდე, და არსდროს შეგეშალოს მთელი 1000 გვერდის მანზილზე. აკამ ეს შეძლო.
ცოტა დამაბნია, ერთი სათაურით განთავსებულმა ორმა ტექსტმა, ორივე საინტერესოა და ძალიან მომეწონა.
ჩემტვის პირადად ეჭვსგარეშეა, რომ ``სანტა-ესპერანტა`` და ``მესაიდუმლის ქამარი`` (ამ ორ რომანს მე ერთად აღვიქვამ) ამ საუკუნის ყველაზე მნისვნელოვანი მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. თემა ძალიან დიდია, ამიტომაც ალბათ გახდა სურვილი ორი თითქმის თანაუკვეთ, სტატიად მიწვდინა საზოგადოებისთვის თავისი თახედვა სანტა-ესპერანტაზე.
უკვე სიბერეში მყოფს, ძალიან ცოტა გამეგება პოსტმოდერნიზმის და მისი კანონების, რომლის თარგზეც დაწერილა თურმე ეს რომანი. მე ის უფრო საქართველოს ალტერნატიულ ისტორიად აღვიქვი.
აი, რა იქნებოდა, საქართველო რუსეთის კოლონია, კი არა ინგლისის კოლინია რომ ყოფილიყო? ცივილიზებული ინგლისი, უფრო ``ადვილად`` გვიბოძებდა დამოუკიდებლობას, მაგრამ საქართველო გადარჩებოდა თუ არა სამოქალაქო ომს?
მტკივნეულია, აკას პასუხი ამ კითხვაზე: ვერა, საქართველო ამ ვარიანტშიც სამოქალაქო ომს ვერ აიცილებდა. ესაა საქართელოს კარმა.
აინინამ, ორივე სტატიაში მშვენივრად წარმოადგინა რომანის თვალსაწიერი, რაც არ იყო ადვილი, თუ გავითვალისწინებთ რომანის გრანდიოზულობას (700 გვერზე მეტია) და ნოვატორული თხრობის მანერას.
მე მარტო ერთს დავუმატებდი: სანტა-ესპერანტელთა ქართულს. ესაა ის, რაც ყველზე მეტად მომეწონა აკას რომანში. აი, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს რუსულის გავლენა არასდროს განეცადა და მაშასადამე ამ რომანსი არ უნდა ეხმარა ის სიტყვები , რომლებიც რუსულის გავლენით შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენში, და მათ მაგივრად ახალი სიტყვები უნდა მოეგონა, თან ისე, რომ მათ მნიშვნელობას მიხვდე, და არსდროს შეგეშალოს მთელი 1000 გვერდის მანზილზე. აკამ ეს შეძლო.
14. ავტორი კრიტიკა-პუბლიკაციას , იმდენად გასაგებად , არგუმენტირებული დაზუსტებით გვაწვდის რომ თავად აკა მორჩილაძის წინგს სჯობია ... აი, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნი "სანტა ესპერანსა" ავტორი კრიტიკა-პუბლიკაციას , იმდენად გასაგებად , არგუმენტირებული დაზუსტებით გვაწვდის რომ თავად აკა მორჩილაძის წინგს სჯობია ... აი, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნი "სანტა ესპერანსა"
13. ამომწურავზე რა გითხრათ და წაკითხვის სურვილი რომ გაგიჩნდათ, მიხარია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს საკონფერენციო თემა, ჩემი მოსწავლეები რომ დამეინტერესებინა. გმადლობთ თბილი სიტყვებისთვის. ამომწურავზე რა გითხრათ და წაკითხვის სურვილი რომ გაგიჩნდათ, მიხარია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს საკონფერენციო თემა, ჩემი მოსწავლეები რომ დამეინტერესებინა. გმადლობთ თბილი სიტყვებისთვის.
12. დიდი მადლობა ფრიად საინტერესო და ამომწურავი კრიტიკისთვის. კრიტიკა ნამდვილად გვაკლია და ფასდაუდებელ შრომას სწევთ. დიდი თXონაიქნება, ასე გაააგრძელოთ. მე პირადად მაგალიტად, ყველთვის მსურს ხოლმე, რეცენზია წავიკითXო და პირდაპირ არ მივადგე წიგნს, რომელიც არავინ იცის,სად "გადაგჩეხავსზ" .თუმცა, სე გადაჩეხვა რა რა და ალბათ, აკა მორჩილაძეს არ ეკუთვნის (დიდი პატივისცემა და სიმპათია მას), მაგრამ ვფიქრობ, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი უნდა იყოს. თქვენ მე ნამდვილად მომანდომეთ ამ წიგნის წაკითხვა. დიდი მადლობა ფრიად საინტერესო და ამომწურავი კრიტიკისთვის. კრიტიკა ნამდვილად გვაკლია და ფასდაუდებელ შრომას სწევთ. დიდი თXონაიქნება, ასე გაააგრძელოთ. მე პირადად მაგალიტად, ყველთვის მსურს ხოლმე, რეცენზია წავიკითXო და პირდაპირ არ მივადგე წიგნს, რომელიც არავინ იცის,სად "გადაგჩეხავსზ" .თუმცა, სე გადაჩეხვა რა რა და ალბათ, აკა მორჩილაძეს არ ეკუთვნის (დიდი პატივისცემა და სიმპათია მას), მაგრამ ვფიქრობ, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი უნდა იყოს. თქვენ მე ნამდვილად მომანდომეთ ამ წიგნის წაკითხვა.
11. მიხარია ეს თავფურცელზე...:-* მიხარია ეს თავფურცელზე...:-*
10. ეს ძალიან კარგი პუბლიკაცია იყო.ეს წაკითხვისთანავე აღვნიშნე. კარგია,რომ თავფურცელზე გავიდა; ეს ძალიან კარგი პუბლიკაცია იყო.ეს წაკითხვისთანავე აღვნიშნე. კარგია,რომ თავფურცელზე გავიდა;
9. ავტორო...:-* მესიამოვნებოდა თავფურცელზე რომ მეხილა ეს კრიტიკა- პუბლიცისტიკა... ავტორო...:-* მესიამოვნებოდა თავფურცელზე რომ მეხილა ეს კრიტიკა- პუბლიცისტიკა...
8. რა კარგი კრიტიკა-პუბლიცისტიკა იყო, ღრმა...აზრიანი .... და კიდევ რაღაც ახალია აქ, სადაც მთელი ქვეყნის პრობლემური საკითხების პასუხებიც შეიძლება ამოიკითხოს მკითხველმა... ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს წაკითხული აკა მორჩილაძის " სანტა ესპერანსა" და რომ არა ეს კრიტიკული წერილი, არც გამიჩნდებოდა მისი წაკითხვის სურვილი...:) აუცილებლად წავიკითხავ... 555
რა კარგი კრიტიკა-პუბლიცისტიკა იყო, ღრმა...აზრიანი .... და კიდევ რაღაც ახალია აქ, სადაც მთელი ქვეყნის პრობლემური საკითხების პასუხებიც შეიძლება ამოიკითხოს მკითხველმა... ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს წაკითხული აკა მორჩილაძის " სანტა ესპერანსა" და რომ არა ეს კრიტიკული წერილი, არც გამიჩნდებოდა მისი წაკითხვის სურვილი...:) აუცილებლად წავიკითხავ... 555
7. საინტერესოდაა გადმოცემული და კარგად გაანალიზებული:) მომწონს, ნამდვილად მომწონს საინტერესოდაა გადმოცემული და კარგად გაანალიზებული:) მომწონს, ნამდვილად მომწონს
6. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და შენიშვნებისთვის. აუცილებლად გადავხედავ ტექსტს დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და შენიშვნებისთვის. აუცილებლად გადავხედავ ტექსტს
5. ძალიან მომეწონა აინინა "სანტა ესპერანსას" თქვენეული ხედვა. ორჯერ წავიკითხე და ორჯერვე ყურადღებით, არ მომბეზრდა და მესამედაც წავიკითხავ თუ:
ა) ტექსტს ჩაუტარებთ კორექტურას და პატარ - პატარა სტილისტური შეცდომებისგან დაწმენდთ; ბ) აბზაცებს გამოყოფთ ერთმანეთისაგან ერთი ინტერვალით; გ) სათაურს მოუხერხებთ რამეს. :) შეამოკლებთ, მაგალითად ასე: "სანტა ესპერანსას" საქართველო ან, საქართველო და "სანტა -ესპრანსა" ან, საქართველო "სანტა ესპერანსაში".
მე რა თქმა უნდა ხუთ ქულას გიწერ და მეტსაც, იმედსაც ვიტოვებ რომ შეასწორებ რაიმეს მაინც ჩემი რეკომენდაციებიდან და ასევე მადლობა იმისთვის, რომ აკა მორჩილაძის შემოქმედებას რა თქმა უნდა ვიცნობ, მაგრამ მეორედ ვერასოდეს ვკითხულობ (მისი წერის მანერაა ჩემთვის ცოტათი მძიმე)... მაგრამ თქვენ ისე კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული ეს პუბლიცისტიკა, რომ მინდა რამდენიმე პერსონას ვთხოვო - წაიკითხონ, ოღონდ როცა ტექნიკურად შეასწორებთ. რამდენიმე ადგილზე ფრჩხილებიც მეზედმეტა.
მხოლოდ წარმატებების სურვილით და ჩემს თავს ვულოცავ კარგი პუბლიცისტის აღმოჩენას.
პატვისცემით,
ძალიან მომეწონა აინინა "სანტა ესპერანსას" თქვენეული ხედვა. ორჯერ წავიკითხე და ორჯერვე ყურადღებით, არ მომბეზრდა და მესამედაც წავიკითხავ თუ:
ა) ტექსტს ჩაუტარებთ კორექტურას და პატარ - პატარა სტილისტური შეცდომებისგან დაწმენდთ; ბ) აბზაცებს გამოყოფთ ერთმანეთისაგან ერთი ინტერვალით; გ) სათაურს მოუხერხებთ რამეს. :) შეამოკლებთ, მაგალითად ასე: "სანტა ესპერანსას" საქართველო ან, საქართველო და "სანტა -ესპრანსა" ან, საქართველო "სანტა ესპერანსაში".
მე რა თქმა უნდა ხუთ ქულას გიწერ და მეტსაც, იმედსაც ვიტოვებ რომ შეასწორებ რაიმეს მაინც ჩემი რეკომენდაციებიდან და ასევე მადლობა იმისთვის, რომ აკა მორჩილაძის შემოქმედებას რა თქმა უნდა ვიცნობ, მაგრამ მეორედ ვერასოდეს ვკითხულობ (მისი წერის მანერაა ჩემთვის ცოტათი მძიმე)... მაგრამ თქვენ ისე კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული ეს პუბლიცისტიკა, რომ მინდა რამდენიმე პერსონას ვთხოვო - წაიკითხონ, ოღონდ როცა ტექნიკურად შეასწორებთ. რამდენიმე ადგილზე ფრჩხილებიც მეზედმეტა.
მხოლოდ წარმატებების სურვილით და ჩემს თავს ვულოცავ კარგი პუბლიცისტის აღმოჩენას.
პატვისცემით,
3. გმადლობთ, მიხარია, რომ მოგეწონათ. გმადლობთ, მიხარია, რომ მოგეწონათ.
2. კარგი პუბლიცისტიკაა.. მეც მომწონს მორჩილაძის პოსტ მოდერნიზმი. კარგი პუბლიცისტიკაა.. მეც მომწონს მორჩილაძის პოსტ მოდერნიზმი.
1. ძალიან საინტერესო კრიტიკაა.სიღრმისეული ანალიზი.მომეწონა ძალიან. ,,სანტა ესპერანსაც" გარკვეულწილად განსხვავებული რაკურსით წარმომიდგა. წარმატებები ავტორო! ძალიან საინტერესო კრიტიკაა.სიღრმისეული ანალიზი.მომეწონა ძალიან. ,,სანტა ესპერანსაც" გარკვეულწილად განსხვავებული რაკურსით წარმომიდგა. წარმატებები ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|