ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2014


# # #

რა მეშველება,
თუ შენც, ჩემო დაო,
შენც დამეკარგე,
ვით გზა - მიმავალი
სიმშვიდისაკენ?

რა ეშველება ამ გზას
უშენოდ,
უცხო მგზავრების
გარემოცვაში?

ვის შეიკედლებს
და დამთავრდება,
როგორც ბოლო თქმა
ეპიტაფიის,

რომელსაც ალბათ
თვითონ დაწერენ:
"გზა - უ"ა"პუნქტო,
უ"ბე"პუნქტისკენ."

ალბათ გზა თვითონ
გადაგვეყრება
და ერთმანეთში
დავიკარგებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები