ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2014


***

დღეს ისევ ვდგავარ ცისკართან
და ფიქრით ვჭედავ ღამეს,
რაღაც მაშორებს მიწასთან
ირმის ნახტომებს დავსდევ,
ჯვარი მწერია სიზმართან
ცხადიც გამიხდა მაცნედ,
დღეს ისე ახლოს მიზანთან
წუთებს წამები ასცდნენ,
მამლის ყივილზე ინათა
და მთვარე აცვეს ჯვარზე,
გადაამეტა სიზმარმაც
ლურჯა ცხენები მიმღვრევენ ნაპირს,
ლამანჩელს ისევ სანჩო მიჰყვება,
ქარი კი ისევ წისქვილებს ასდის,
ვდგავარ ცისკართან და ისე იწვის,
როგორც პრომეთეს ცეცხლის ალები,
აქ ჩამოგიტანთ დედამიწასთან
და მერე სადღაც მთებში გავქრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები