 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 აგვისტო, 2014 |
ოთარ გურგენიშვილი - ნიჭიერი პოეტი და შემოქმედი. მართალია პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ფეისბუქზე თბილი მიმოწერა გვქონდა, პოეზიამ დაგვამეგობრა, ერთი სატკივარი გვქონდა და ერთმანეთს კარგად ვუგებდით. მის ლექსებს ჯერ კიდევ ლიტერატურულ საიტ ``ურაკპარაკი``-დან გავეცანი, პოეტი იყო ეს ადამიანი, თავისი საქციელითაც დაამტკიცა ეს, სამწუხაროა, რომ მას ამის დასამტკიცებლად საკუთარი სიცოცხლის დათმობა მოუხდა. მისი ლექსებიდან ყველაზე ძალიან ``ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები`` მიყვარს, ჩემმა სეხნიამ ამ ლექსით ყველა ჩვენგანის სათქმელი თქვა, აფხაზეთი მისი ტკივილიც იყო, ისევე როგორც ჩემი. ამიტომაც ვუგებდით ჩვენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდით. ჩვენ საქართველოსა და ხელოვნების, პოეზიის სიყვარული გვაერთიანებდა, პოეზიაც ხომ ხელოვნებაა, ხელოვნება კი მსხვერპლს მოითხოვს! ოთარ გურგენიშვილიც ჩვენი დროის, ჩვენი თაობის გმირია! დაბოლოს, ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით მინდა დავასრულო:
``სამარადიოსო დიდება გმირებს, დიდება გმირებს სახლში მოუსვლელთ!``
პატივისცემით - ოთარ რურუა (კოლხიდელი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დიდი მადლობა მეგობრებო, იცოცხლეთ... დიდი მადლობა მეგობრებო, იცოცხლეთ...
9. გაიხარე ჯანო... გაიხარე ჯანო...
8. ვილოცოთ ოთოს სულისთვის ყველამ, მან გვაჩვენა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ !!! უფალს ებარებოდე უნიჭიერესო ადამიანო !
დიდი მადლობა ოთარ რომ ასეთი კარგი ხარ !!! ვილოცოთ ოთოს სულისთვის ყველამ, მან გვაჩვენა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ !!! უფალს ებარებოდე უნიჭიერესო ადამიანო !
დიდი მადლობა ოთარ რომ ასეთი კარგი ხარ !!!
7. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა ყველას.
6. ოთო მართლაც უდიდესი სულის ადამიანი იყო. უამრავი მადლი გააჩნდა ღვთისგან. მაგრამ ის პირველ რიგში ქართველი იყო და მერე სხვა დანარჩენი. ამ სიტყვებით მას ვერაფერ შვებას მოვგვრით, უბრალოდ ვილოცოთ მისი სულისთვის. ია ამას მთელი ერისგან იმსახურებდა. ოთარ შენ კი იხარე რომ საქართველოს მაჯაზე გაქვს გული დადებული და უველა სატკივარზე ფეთქავ. მადლობა ამის აქ დაწერისთვის. დაე ყველად წაიკითხოს და გაიგოს ვინც არ იცოდა, თუ რა პიროვნება დავკარგეთ ოთო მართლაც უდიდესი სულის ადამიანი იყო. უამრავი მადლი გააჩნდა ღვთისგან. მაგრამ ის პირველ რიგში ქართველი იყო და მერე სხვა დანარჩენი. ამ სიტყვებით მას ვერაფერ შვებას მოვგვრით, უბრალოდ ვილოცოთ მისი სულისთვის. ია ამას მთელი ერისგან იმსახურებდა. ოთარ შენ კი იხარე რომ საქართველოს მაჯაზე გაქვს გული დადებული და უველა სატკივარზე ფეთქავ. მადლობა ამის აქ დაწერისთვის. დაე ყველად წაიკითხოს და გაიგოს ვინც არ იცოდა, თუ რა პიროვნება დავკარგეთ
5. არ ვიცნობდი მაგრამ გული ძალიან დამწყდა... მივხდი რომ სანამ ეგეთი ადამიანები იქნება ქართველობა არ გადაშენდება არ ვიცნობდი მაგრამ გული ძალიან დამწყდა... მივხდი რომ სანამ ეგეთი ადამიანები იქნება ქართველობა არ გადაშენდება
4. გაიხარეთ ორთავემ... გაიხარეთ ორთავემ...
3. ოთარ შენ გაგახაროს უფალმა , რომ ასეთი კარგი ხარ ** ოთარ შენ გაგახაროს უფალმა , რომ ასეთი კარგი ხარ **
2. კარგია , მომწონს ** მეც არ ვიცნობდი ამ ადამიანს მაგრამ ძალიან თბილი ადამიანი იყო, გული მატკინა მისი წასვლით , ის მართლაც რომ ჩვენი თაობის გმირია )) ნათელში იყოს მისი სული (( კარგია , მომწონს ** მეც არ ვიცნობდი ამ ადამიანს მაგრამ ძალიან თბილი ადამიანი იყო, გული მატკინა მისი წასვლით , ის მართლაც რომ ჩვენი თაობის გმირია )) ნათელში იყოს მისი სული ((
1. ღმერთმა გაანათლოს მაგ კაცის სული:
„უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოანე 15,12-13).
რომელმაც საქმით დაამტკიცა ეს სიტყვები. ღმერთმა გაანათლოს მაგ კაცის სული:
„უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოანე 15,12-13).
რომელმაც საქმით დაამტკიცა ეს სიტყვები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|