 | ავტორი: სინა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 აგვისტო, 2014 |
სადღაც ვკიდივარ გარდამავალ წამზე, ოცნებასა და რეალობას შორის მინდა მარაზმებს შევეშვა მაგრამ ფრთები არ მიშვებს.. დღეს ჩემს თავს შევხვდი სიზმრად რომელსაც არაფრით სურდა გაცხადლივება. ვწუხვარ რომ უკვე მერამდენე თვეა ჩემს ცხოვრებას ნაცრისფერი იერი დაჰკრავს... მინდა მივმართო გონების ძალას, ვცდილობ ვირწმუნო რომ ჩემივე განწყობას თავად ვქმნი, მაგრამ არაფრით მეშვება კეფასთან ჩასობილი სევდის ბრჭყალი. რაღაც ,,ადამიანურმა სევდამ'' დამრია ხელი და არაფრით არ ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს. მადლობა ღმერთს რაღაცას ველოდები, უბრალოდ ლოდინი გრძელია და ჩემი ნებისყოფა მოკლე. ვერც კი შევნიშნე ნელ-ნელა შემოფერმკრთალდა ჩემი ვარდისფერი სამყარო. ალბათ ჩემივე ბრალია რომ ორი უკიდურესი ფერი ავირჩიე. ყოველი ამოსუნთქვა მტკივა თითქოს. სიცხადეს ვერ ვეხები გავურბივარ რეალობას რომ აქ არ ხარ მეგონა წლებმა გამაძლიერათქო თურმე უბრალოდ შენ მყავდი გვერდით, აი სად ყოფილა ჩემი ძალის საიდუმლო. ვიცი რომ აუცილებლად შევხვდებით და ამ ცოდნით მარტვია ყველაფერი თითქოს მაგრამ ისე შევჩვეულვარ რომ ბედნიერება ესეთი ხელშესახები იყო, რომ მხოლოდ ცოდნა არ მყოფნის. არასოდეს აღმიწერია ასე მარტივად... თითქოს არაფერი მიჭირს, თითქოს ყველაფერი რიგზეა, და მაინც გადარჩენისთვის ბრძოლა მიწევს ყოველ წამს ისევ დავკარგე აზრი ისევ გადავეკიდე სამყაროს ამაოებას არაფერი ბრჭყვიალებს ჩემში სწორის და არასწორის ზღვარზე ვარ, ვიცი რომ არანაირი ფასი არ აქვს ამ ნაწერს ჩვეულებრივი წუწუნია, რაღაც დღიურის უფერულ გვერდს ჰგავს მაგრამ ალბათ უბრალოდ ეს მჭირდებოდა სიცილი დამრჩა მხოლოდ, ღიმილი დავკარგე არც ძალა მაქვს თუ თვეებს ვერ გადავურჩი წლების შანსი არ მაქვს მსუბუქ სიცარიელეში ვტივტივებ ვერც წონას ვგრძნობ ვერც უწონობის ჰარმონიას ნუთუ ერთ პოზიტიურ ფრაზას ვერ ვიპოვი დასასრულამდე, ღირებულს ყოველი დღე გადალახულ მინიმალურ ზღვარს დაემსგავსა თითქოს თავს ვეღარ ვიცავ ცხოვრებაც მინდობს და დარტყმებს არ მაყენებს ალბათ ხვდება რომ ახლა ,,პატარა ელდაც შემაკრთობს''.. აღარ ჟღერადობს ჩემი ცხოვრება, ჭრიალებს მხოლოდ შიშიც გამიმძაფრდა, რწმენაც შემერყა და თითქოს პირნათელიც აღარ ვარ ვეპოტინები სასწაულს რომელიც აგვიანებს არც აღტკინება, არც აღმაფრენა და არც არც... ,,ესეც გაივლის''- აღარ მუშაობს ამ ფრაზის ძალა, გამიცვდა.. თითქოს ჰორიზონტალურ ხაზს ვხედავ მხოლოდ, ტეხილები აღარ ჩანს, ნუთუ ყველა ცხრა მთა გადავლახე?! ალბათ შევცოდე ყოველ წამს რომ ვტკბებოდი ალბათ შევცოდე პატარა სიხარულაკებს დიდ ბედნიერებად რომ ვქმნიდი ალბათ შევცოდე შენი ფრთის ქვეშ რომ მოვიკალათე, შევცოდე როცა ვიეჭვე რომ უშენოდაც ალბათ შევძლედი, ვერ შევძელი! ვერ ვძლებ! ქანდაკი გაყინული სახით. გამომშრალი, უცრემლო.. თუმცა ერთი ემოცია დამაძალეს, გაბრაზება! ერთი რაც ზუსტად ვიცი, უარყოფითისკენ არ წავმართავ ჩემს ცხოვრებას,არ გავბოროტდები დაველოდები უბრალოდ..! გავიფანტე... იმდენად ბევრია ყველაფერი რომ არ მყოფნის. თითქოს საკმაოდ ბევრი მოვიფიქრე, თავი ამოვწურე უშრეტი წყარო მჭირდება ისეთი რო დავიღალო და ამოვისუნთქო გაბეზრებამდე.. ყველგან ვიყავი გონებით, თვით ჩემს გონებაშიც და რაღა დამრჩა უფრო ღრმა უკიდეგანო და ვრცელი.. გამაოცეთ, გთხოვთ გამაოცეთ, ან მატკინეთ მაინც, ისე, რომ იმუნიტეტმა ვერ მიშველოს და უცებ ვერ განკურნოს, ისე ხელშესახებად, ისე რომ ვიგრძნო, ისე რომ დრო წავიღო სანამ მოშუშდება. ვიცი რაც გამამხიარულებს მაგრამ არასწორია, სინდისი დამსჯის, არ მინდა მასაც მოვერიო და გამიცვდეს ეგეც, თორემ კიდევ ბევრი წელი დამრჩა და არ მეყოფა. არ მინდა არაჯანსაღი გამოვლინებები. ერთი კომა, ელექტრო მუხტი და ხელახალი დაბადება... აქ რომ იყო ეს არცერთი შავბნელი აზრი არ მომივიდოდა.. იქნებ საჭირო იყო ჩემი ბნელი მხარის გამოსააშკარავებლად, ან იქნებ პირიქით, ესე უფრო ვითარდება ბნელი მხარე.. რაწამს ვცდილობ შევაფერადო ეს კუთხე იმწამს მუქდება. რამდენი თავიც მოვკვეთე დემონდს ის ორმაგდება.. დანებებისთვისაც თავს ვერ ვიმეტებ.. არ ვიცი რას მივაწერო, გადაჭარბებული ემოციები, მეტისმეტი დრამატიზება. კიდევ ერთხელ შევნიშნე საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა საზიანოა ჩემი ჯანმრთელობისთვის.
მაპატიე თუკი გონება დაგიბინძურეთ ვისმე. :/
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა :) არ ველოდი ძალიანს :)) მადლობა :) არ ველოდი ძალიანს :))
7. ძალიან მომეწონა,
" ერთი რაც ზუსტად ვიცი, უარყოფითისკენ არ წავმართავ ჩემს ცხოვრებას,არ გავბოროტდები"
დიდებული სიტყვებია! ყოჩაღ! ძალიან მომეწონა,
" ერთი რაც ზუსტად ვიცი, უარყოფითისკენ არ წავმართავ ჩემს ცხოვრებას,არ გავბოროტდები"
დიდებული სიტყვებია! ყოჩაღ!
6. მადლობა :)) მადლობა :))
4. ნაცნობია ბევრი რამ...მომეწონა
ნაცნობია ბევრი რამ...მომეწონა
3. :)))) მადლობა დიდი, გამიხარდა, ამ ბოლო დროს მიჭირს გულწრფელად გახარება, ეს ნამდვილად გულწრფელი იყო :) :)))) მადლობა დიდი, გამიხარდა, ამ ბოლო დროს მიჭირს გულწრფელად გახარება, ეს ნამდვილად გულწრფელი იყო :)
2. ,,გამაოცეთ, გთხოვთ გამაოცეთ, ან მატკინეთ მაინც, ისე, რომ იმუნიტეტმა ვერ მიშველოს და უცებ ვერ განკურნოს, ისე ხელშესახებად, ისე რომ ვიგრძნო, ისე რომ დრო წავიღო სანამ მოშუშდება."_ჰო,ეს წყეული აპათია! მომეწონა +++++ ,,გამაოცეთ, გთხოვთ გამაოცეთ, ან მატკინეთ მაინც, ისე, რომ იმუნიტეტმა ვერ მიშველოს და უცებ ვერ განკურნოს, ისე ხელშესახებად, ისე რომ ვიგრძნო, ისე რომ დრო წავიღო სანამ მოშუშდება."_ჰო,ეს წყეული აპათია! მომეწონა +++++
1. კარგი ხარ შენ ++++ კარგი ხარ შენ ++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|