 | ავტორი: ბექზა ჟანრი: თარგმანი 6 აგვისტო, 2014 |
ზოგიერთი, არასდროს სჩადის სიგიჟეს. მე კიდევ, ხანდახან სავარძლის უკან ვიკუნტები 3 ან 4 დღით. იქ მპოულობენ ხოლმე. ქერუბიმიაო, ასე იამბობენ და ღვინოს მასხამენ დაღებულ პირში; მკერდზე ზეთს მაწუწებენ და მიზელავენ. შემდეგ კი, ოხრვით აღმსდგარი, ბურდღუნით, მრისხანებით და მათი და სამყაროს ერთად შეჩვენებით, გარეთ ვაპანღურებ ხოლმე ყველას - გაზონზე. უკეთესად ვგრძობ თავს, როცა ტოსტერს და კვერცხს მივუჯდები, მცირე მელოდიის ღიღინით, უეცრად გარდავიქმნები ხოლმე ვარდისფერ, საყვარელ და მაძღარ ვეშაპად. ზოგიერთი არასდროს სჩადის სიგიჟეს. მართლაც და რა საშინელ ცხოვრებას უნდა მისდევდნენ...
Some People
some people never go crazy. me, sometimes I'll lie down behind the couch for 3 or 4 days. they'll find me there. it's Cherub, they'll say, and they pour wine down my throat rub my chest sprinkle me with oils. then, I'll rise with a roar, rant, rage - curse them and the universe as I send them scattering over the lawn. I'll feel much better, sit down to toast and eggs, hum a little tune, suddenly become as lovable as a pink overfed whale. some people never go crazy. what truly horrible lives they must lead.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა შენიშვნა/რჩევებისთვის! :)
მიღებულია! დიდი მადლობა შენიშვნა/რჩევებისთვის! :)
მიღებულია!
2. კარგია. ალბათ ქართულად უფრო სწორი იქნება "ზოგიერთი არასდროს სჩადის სიგიჟეს." კარგია. ალბათ ქართულად უფრო სწორი იქნება "ზოგიერთი არასდროს სჩადის სიგიჟეს."
1. კარგად მოიტანა ბუკოვსკისეული განწყობა,არაა ცუდი თარგმანი,მაგრამ,თუ არ მიწყენ,ერთი შენიშვნა მექნება:
,,ზოგიერთი არასოდეს აკეთებს სიგიჟეს"_ეს კალკია_ შეიძლება სიგიჟე ,,ჩაიდინო",მაგრამ სიგიჟის კეთება ქართული ენობრივი ნორმებისათვის მიუღებელია; some people never go crazy._სიტყვა სიტყვით ნიშნავს,,ზოგიერთი ადამიანი არასოდეს წავა სიგიჟეზე".. პირდაპირ ასე რომ გადმოიღებ_ესეც კალკია. ამიტომ მგონი აჯობებს: ,,ზოგი ადამიანი არასდროს სჩადის სიგიჟეს"... თუ ამ ,ადამიანსაც" ამოიღებ,მით უკეთესი,ისედაც იგულისხმება- ,,ზოგი არასდროს სჩადის სიგიჟეს"... წარმატებები + კარგად მოიტანა ბუკოვსკისეული განწყობა,არაა ცუდი თარგმანი,მაგრამ,თუ არ მიწყენ,ერთი შენიშვნა მექნება:
,,ზოგიერთი არასოდეს აკეთებს სიგიჟეს"_ეს კალკია_ შეიძლება სიგიჟე ,,ჩაიდინო",მაგრამ სიგიჟის კეთება ქართული ენობრივი ნორმებისათვის მიუღებელია; some people never go crazy._სიტყვა სიტყვით ნიშნავს,,ზოგიერთი ადამიანი არასოდეს წავა სიგიჟეზე".. პირდაპირ ასე რომ გადმოიღებ_ესეც კალკია. ამიტომ მგონი აჯობებს: ,,ზოგი ადამიანი არასდროს სჩადის სიგიჟეს"... თუ ამ ,ადამიანსაც" ამოიღებ,მით უკეთესი,ისედაც იგულისხმება- ,,ზოგი არასდროს სჩადის სიგიჟეს"... წარმატებები +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|