ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2014


ქართველი დარჩა ქართველად

ისევ მესტუმრა აგვისტო
და განმიახლა დარდები,
ქართველებს ღმერთმა გვაღირსოს
დიდების შარავანდები.
თუმც მტერმა ჩვენი მინდვრები
ტანკებით ფეხქვეშ გათელა,
ქართვლის რწმენით და ფიქრებით
ქართველი დარჩა ქართველად.


8 აგვისტო, 2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები