| ავტორი: ფე ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2014 |
უკვე ვუთხარი ჩემს თავს უარი, მიმართული მაქვს ცისკენ გონება, არც სიცოცხლეში მედება ბრალი და არც სიკვდილი მეპატრონება. დამღალა თოვლმა, მარტმა დამღალა, ურჩი და უნდო გახდა ბუნება, გადამიყოლა ლამის ზამთარმა, თოვლმაც დაკარგა ძველი ცდუნება. დავხუჭავ თვალებს, არ ჩანს სოფელი, წუთისოფელი ასე მწირია, თითქოს მიწისგან რამეს მოელი, და ამ მიწაზეც რა სიმცირეა. ჩვენ ერთად დიდხანს ვზვერავდით მინდვრებს, რა ლურჯად ჩანდნენ ზვრებში იები, და უცებ ჩახმენ იები მერე, თოვლით და ქარით ნაპატიები. უცებ გახუნდა მდელო და ფერდი, მზის ნასახლარი ჩეროში მიწვა, ჩამოილია მეასე გვერდი და ცის მახლობლად გამოჩნდა მიწა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მშვენიერია. მშვენიერია.
4. კარგი ლექსია, მხოლოდ ბოლოში ორი "უცებ" არ უხდება.
"უცებ გახუნდა მდელო და ფერდი,"__ გახუნდა ყველა მდელო და ფერდი (მაგ.)
უკეთესი იქნება თუ ამ სტრიქონს შეცვლი: "და უცებ ჩახმენ იები მერე," კარგი ლექსია, მხოლოდ ბოლოში ორი "უცებ" არ უხდება.
"უცებ გახუნდა მდელო და ფერდი,"__ გახუნდა ყველა მდელო და ფერდი (მაგ.)
უკეთესი იქნება თუ ამ სტრიქონს შეცვლი: "და უცებ ჩახმენ იები მერე,"
3. "მზის ნასახლარი ჩეროში მიწვა,"
+2 "მზის ნასახლარი ჩეროში მიწვა,"
+2
2. "მზის ნასახლარი ჩეროში მიწვა,"
+2 "მზის ნასახლარი ჩეროში მიწვა,"
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|