ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2008


აფხაზეთო

მიდი მამაო ისევ აკურთხე,
რომ ჩემი ლექსი მტრისთვის ახია,
ჩემი სამშობლოს ლამაზი კუთხე,
რავქნა რომ თვალით არ მინახია?!

ეჰ,აფხაზეთო გიხილავ როდის?
ქართულო მიწავ,ქართულო მდელო
ჩვენი ოცნება შენამდე მოდის
ტკივილო ჩვენო მოურჩენელო.

ეს მერამდენედ მომნატრებიხარ,
სიზმრად ნახულო ცხადში კი არა;
შენ სიცოცხლეზე უფრო მეტი ხარ,
გნახავ თუ ისევ გამოიდარა.

სიყვარულისთვის გული მაქვს ღია
მინდა ოდესმე შენს ცაზე მოვხვდე;
ან ეს კალამი რა იარაღია?
მე ტყვიით მინდა შენს გამო მოვკვდე!

მე მინდა სისხლი დავღვარო ცხელი
და ვიყო შენთვის დამცველი ფარი,
და დაბრუნების მახარობელი,
შენთვის დარეკოს სამებამ ზარი,

მე მინდა შენში ვიარებოდე,
შევიგრძნო შენი უცნობი ქარი;
ეჰ,აფხაზეთო დაბრუნდებოდე,
შენთვის ვიბრძოლებ მე მეომარი,

მტრებო ამ კალმის ნუ გეშინიათ,
ნუ გეგონებათ,რომ რამეს გთხოვდეთ;
ლამაზ აფხაზეთს სამშობლო ჰქვია,
ქართველი ხალხის გთხოვთ გეშინოდეთ.

შენ აფხაზეთო მტრების ხელში ხარ,
შენ ისევ მღერი,ნუ დადუმდები;
ამტკივდი,მაგრამ ვიცი ჩვენი ხარ,
შენ დაბრუნდები,შენ დაბრუნდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები