ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 აგვისტო, 2014


ჩემი სახლის წინ

ჩემი სახლის წინ ყოველ ღამე გამხდარი ბიჭი
ტამტამზე უკრავს
და ყოველ ღამე ხელები მტკივა.

ჰო, ყოველ ღამე ვხვდები, რომ გვიჭირს
სავსეა ქუჩა
ხალხით და მერე სავსეა ბინა,

იგივე ხალხით, ის ბიჭი რჩება
მე ვტოვებ თვალებს ფანჯრის მინაზე.

ნეტავ თუ ელის მამა ან დედა.
გამხდარი ბიჭი, თხელი თითებით უკრავს დილამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები