ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 აგვისტო, 2014


ლონდონელ მამაძაღლს #2

გადავმალეთ ჩვენი სიყვარული მიტოვებულ სახლებში
და მერე მაგ სახლებზე დავიწყეთ წერა.
ვწერ ხოლმე, რომ საათობით ვდგავარ მეტროში
და ცივ კედელს ვეყრდნობი ზურგით.
ჯიუტად მჯერა, რომ შესაძლოა ამ ადგილას სხვაც იყო
და ცივი კედლის ნაცვლად დაღლილი ზურგებით ვეყრდნობით ერთმანეთს.
შენ წერ რა საჭიროა ვაგონებს შორის სიცარიელე
და მერე დაშორებულ გულებზე ვდარდობთ.
მე ქუჩა ვნახე, სადაც ღმერთი ცხოვრობს.
იმ ქუჩაზე ყოველ ღამე მოდის გამხდარი ბიჭი
და ტამტამზე უკრავს.
სულ მიკვირს, როგორ ჩაეტია მის წყლიან თვალებში ამხელა ღმერთი.
მომეცი ხელი და მე მოგიყვები ზღაპარს ქალაქზე,
სადაც უყვართ
და ხიდებზე თვითმკვლელობამდე ელოდებიან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები