 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 1 სექტემბერი, 2014 |
ჩამქრალი თვალები,მტვრიანი ქუჩების ყურებამ დაღალა, გზები კი მიდიან,მიდიან,მიდიან,მიდიან-თავისთვის, გიყვარდეს ოცნება-მერწმუნე,ეს უკვე ერთგვარი დამღაა, მდუმარე ღამეებს,ფიქრებთან პაემნებს,არ ინდობს აისი,
გზის პირას მოხუცი,დამსკდარი ხელებით იების თაიგულს, სთავაზობს გამვლელებს,გულიდან წამსკდარი ბავშვური ღიმილით, პოეტის სიგიჟეს,აქამდე ვერავინ,ვერავინ გაუგო, ფურცლებსაც არ ესმით-პოეის დარდი და პოეტის ტკივილი,
მიდიან დღეები,ზეცაზე შევ-თეთრი ღრუბლებიც მიდიან, ლექსებიც გეყოფა მიზეზად იმისა,რომ გადაირიო, დღეს ჩვენში ერთმანეთს მოხუცის იებზე მარტივად ჰყიდიან, ფერდები ენგრევა,გზებს შორის სულივით გაბზარულ პილიონს,
გზები კი მიდიან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. დღეს ჩვენში ერთმანეთს მოხუცის იებზე მარტივად ჰყიდიან... ლიპო ეს ფრაზა განსაკუთრებით მომწონს...+ დღეს ჩვენში ერთმანეთს მოხუცის იებზე მარტივად ჰყიდიან... ლიპო ეს ფრაზა განსაკუთრებით მომწონს...+
7. "ლექსებიც გეყოფა მიზეზად იმისა,რომ გადაირიო,"
მახსოვს ეს კარგი ლექსების ავტორი მე...:-* "ლექსებიც გეყოფა მიზეზად იმისა,რომ გადაირიო,"
მახსოვს ეს კარგი ლექსების ავტორი მე...:-*
6. მომეწონა ++ მომეწონა ++
5. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 სექტემბერი, 2014
ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 სექტემბერი, 2014
4. ძალიან კარგი ლექსია 5 ძალიან კარგი ლექსია 5
3. ოცნება მართლაც დამღაა გარკვეულწილად :) კარგი ლექსია.
მეორე სტროფის მეოთხე სტრიქონში "პოეტი" გაასწორე :) ოცნება მართლაც დამღაა გარკვეულწილად :) კარგი ლექსია.
მეორე სტროფის მეოთხე სტრიქონში "პოეტი" გაასწორე :)
2. პოეტის სიგიჟეს,აქამდე ვერავინ,ვერავინ გაუგო, ფურცლებსაც არ ესმით-პოეტის დარდი და პოეტის ტკივილი.
++ პოეტის სიგიჟეს,აქამდე ვერავინ,ვერავინ გაუგო, ფურცლებსაც არ ესმით-პოეტის დარდი და პოეტის ტკივილი.
++
1. სულ კარგი ლექსის წასაკითხად შემოვდივარ აქ და მხვდება კიდეც...
++ სულ კარგი ლექსის წასაკითხად შემოვდივარ აქ და მხვდება კიდეც...
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|