ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2014


@@@

ქალაქს ძარღვებად გაკვანძული ქუჩები შერჩა,
თითებმოჭრილი ,უღმერთობით დაღლილი ხალხი,
ყველა კუთხიდან გაყინული თვალების მზერა,
ყველა ქუჩაზე ერთმანეთით სავაჭრო დახლი.

ჩაქრნენ თვალები,სიყვარულსაც წაერთვა გემო ,
გუმბათზე ზარის დასარეკად მნათეც არ ადის,
ქალაქს ნამდვიილი მეეზოვე რომ ყავდეს, ალბათ
ქვაფენილიდან ყოველ დილით მხოლოდ ხალხს დაგვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები