ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


მას შეუძლია

                                   


მას შეუძლია ჩაგიძიროს ოცნების გემი,
მას შეუძლია ჩაგიტეხოს ცხოვრების კიბე,
მას შეუძლია გაგაღმერთოს ცამდე თან შენით
იამაყოს და, -შეუძლია ხელი გკრას კიდეც...

მას შეუძლია გაგითანგოს ცივი სხეული,
მას შეუძლია გაგიყინოს მზით სავსე მზერა,
მას შეუძლია გაცდუნოს და ოდეს ეული,
ერთი შეხებით ისე დაგწვავს, -აჯობოს მზესაც.

მას შეუძლია შეგიტოკოს სულში ნამარხი...
მას შეუძლია აგიღელვოს დიდი ხნის მკვდარი...
მას შეუძლია დაგამიწოს -ერთი თ ა ვ დ ა ხ რ ი თ
და დაუნდობლად მოგიხუროს ცხვირის წინ კარი.

მას შეუძლია...

ჰო შეუძლია...

ასეთი არის ქალი!..

18. 08. 2014წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს