უცხვირპირო მასპინძელივით ვექცევი სიტყვებს, მოუცლელობით სტუმარი რომ არ უხარია, ისინი კი მაშინ ამოტივტივდებიან ხოლმე, როცა თავად სურთ და იმავე წუთს თუ არ ჩაავლე იძირებიან დავიწყების უძირო ჭაში... ვნანობ და მოგვიანებით ვცდილობ მათ ამოქაჩვას, უკვე სიღრმიდან, მაგრამ ამაოდ, ვერცხლისწყალივით მძიმდებიან, თოკს წყვეტენ და სამუდამოდ იკარგებიან, სამაგიეროს მიხდიან ასე... ახია ჩემზე, მაგრამ სიტყვებისტვის სადღა მცალია?! "ბედნიერებას" ხომ ვერ ვუღალატებ?! რომელიც ზოგჯერ ისე მამძიმებს... ამის ხმამაღლა თქმას რომ ვერ ვბედავ. უფალს ამიტომ ვეჩურჩულები... ნუ იფიქრებთ წამალი არ ვიცოდე ამ სიმძიმისგან, მაგრამ განა ადვილად მოტყუვდება "ბედნიერება"?! გამყიდიან ჩემი თვალები, თანაც მე__ხორციელი თუ დავითანხმე, არ დამნებდება მე__ჩვევის მონა... სამწუხაროა, რომ მძიმდებიან სიტყვები ისე, გიჭირს სხვასაც აუხსნა რა გჭირს, რომ ტრაგედიის მიღმაც მძიმდებიან სიტყვები ზოგჯერ და რომ სიტყვების დამძიმებაც ტრაგედიაა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ნეფერტარს ვეთანხმები.... ნეფერტარს ვეთანხმები....
10. ნეფერტარ, :* ნეფერტარ, :*
9. "უცხვირპირო მასპინძელივით ვექცევი სიტყვებს, მოუცლელობით სტუმარი რომ არ უხარია,"
ვაფ... მომწონს ასეთი სიმართლე. 5. "უცხვირპირო მასპინძელივით ვექცევი სიტყვებს, მოუცლელობით სტუმარი რომ არ უხარია,"
ვაფ... მომწონს ასეთი სიმართლე. 5.
8. მადლობა, ძვირფასებო. :) მადლობა, ძვირფასებო. :)
7. ლექსის მიღმა ტკივილი და ფრუსტრაცია დავინახე.
ლექსის მიღმა ტკივილი და ფრუსტრაცია დავინახე.
6. "რომ მძიმდებიან სიტყვები ისე, გიჭირს სხვასაც აუხსნა რა გჭირს."
ეტყობა ასეა...:) :-*
"რომ მძიმდებიან სიტყვები ისე, გიჭირს სხვასაც აუხსნა რა გჭირს."
ეტყობა ასეა...:) :-*
5. "რომ მძიმდებიან სიტყვები ისე, გიჭირს სხვასაც აუხსნა რა გჭირს."
ეტყობა ასეა...:) :-*
"რომ მძიმდებიან სიტყვები ისე, გიჭირს სხვასაც აუხსნა რა გჭირს."
ეტყობა ასეა...:) :-*
3. ეს გრძნობა ჩემთვისაც ახლობელია ++ ეს გრძნობა ჩემთვისაც ახლობელია ++
1. საინტერესოდ გადმოცემული სიმართლეა,გაიხარეთ. საინტერესოდ გადმოცემული სიმართლეა,გაიხარეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|