 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 25 აგვისტო, 2014 |
ეპოქა ადგილს მიუჩენს ყველას, ქვიშას წააყრის ტკივილებს ქარი, მე ხომ ჩემივე სიგიჟის ტყვე ვარ, და საკუთარ თავს ვეღარსად ვმალავ,
პროტესტის ნიშნად-ყველა ნიღაბი კოცონზე დავწვი და ახლა მხოლოდ, ვარ საკუთარი სულის მებაღე, და მხოლოდ ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ,
მერე რა თუკი არავინ მიმჩნევს?! რა მოხდა,თუ არ ვახსოვარ უფალს?! კვლავ მარჯვედ ვიქნევ დამსხვრეულ ნიჩბებს, რომ აღარასდროს დავბრუნდე უკანს,
სადაც ვირგებდი ათასგვარ როლებს სადაც სახელად მერქვა-მასხარა, ჯაჭვიდან ჩამხსნეს ვით სუსტი რგოლი, თვალები დაბლა,რომ არ დავხარე.
ეპოქა ადგილს მიუჩენს ყველას, ქვიშას წააყრის ტკივილებს ქარი, მე ნაშტორმალი ზღვასავით ვღელავ, რადგან სიგიჟეს ვეღარსად ვმალავ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ნამდვილად კარგი ავტორი. ++ ნამდვილად კარგი ავტორი. ++
7. ა ბიჯო ცოტა ნორმალური ავტორი ა ბიჯო ცოტა ნორმალური ავტორი
6. უფალს რომ არ ახსოვდე, ასეთ ლექსებს ხომ ვერ დაწერდი? :)
ჯაჭვიდან ჩამხსნეს ვით სუსტი რგოლი, თვალები დაბლა,რომ არ დავხარე. +++ უფალს რომ არ ახსოვდე, ასეთ ლექსებს ხომ ვერ დაწერდი? :)
ჯაჭვიდან ჩამხსნეს ვით სუსტი რგოლი, თვალები დაბლა,რომ არ დავხარე. +++
5. "კვლავ მარჯვედ ვიქნევ დამსხვრეულ ნიჩბებს"... მოხუცი და ზღვა გამახსენდა... "კვლავ მარჯვედ ვიქნევ დამსხვრეულ ნიჩბებს"... მოხუცი და ზღვა გამახსენდა...
4. ეპოქა შენც მიგიჩენს ადგილს,როგორც ოცდამეერთე საუკუნის ერთ_ერთ საუკეთესო პოეტს... ეპოქა შენც მიგიჩენს ადგილს,როგორც ოცდამეერთე საუკუნის ერთ_ერთ საუკეთესო პოეტს...
2. ყოველი მომდევნო ლექსი, წინას ჯობია...და ეს მომწონს აქ...:-* ჩემი აზრით რათქმაუნდა...:) ყოველი მომდევნო ლექსი, წინას ჯობია...და ეს მომწონს აქ...:-* ჩემი აზრით რათქმაუნდა...:)
1. მემგონი ვაფშე არ ირითმება თუმემომეჩვენა ასე მემგონი ვაფშე არ ირითმება თუმემომეჩვენა ასე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|