მე ჩემს ბავშვობას გამახსენებს მზე შემოდგომის, როდესაც მთებზე ნისლი დგება როგორც ზეწარი როდესაც წლები ფერხულობენ დგომის და ომის და ტკბილი სევდა მეძალება მე უეცარი
ზურგზე მკიდია დიდი ჩანთა სავსე წიგნებით წიგნში დიდია სიყვარული და მონატრება ამ მონატრებით და ცრემლებით გავიშიგნები როგორც მოსწავლე, სამელნიდან სწავლით, რომ თვრება
უკან ვბრუნდები, მესმის ფოთლის აპლოდისმენტი ფეხით მივარღვევ, წითელ, ყვითელ, მწვანე ნაკადებს ამდენ ფოთოლში მე მაინც ვარ ფოთოლი კენტი (და თან ვიხსენებ გაკვეთილებს: რომს და აქადებს)
სახლში შევდივარ, დედა მისხამს ლობიოს წვნიანს და ორთქლადენილს ქონდარი აქვს და კიდევ პიტნა საღამოვდება და ფანჯრიდან ჩამავალმზიანს ჩემს ჯამს ვადარებ პომპეის და მრისხანე ეტნას
ჯერ ხომ ადრეა დაძინება, დრო არის დიდი და მაგიდაზე გაშლილი მაქვს წიგნის კოჰორტა და რვეულში სწორედ დღეს რომ მაქვს ნაყიდი ჩნდება პორტრეტი.. (არ მოვიდეს ვინმე ოღონდაც)
ეს მინდა მხოლოდ, ჰო პორტრეტი არის გოგოსი ორივე მხარეს დაუშვია წნული გველები ახლა ვარ მართლა შემოქმედი, სიტყვა ლოგოსი და თავს ვიტანჯავ, მასზე ფიქრით, რომ ვეძნელები
დაღამდა უკვე, დავიღალე, თავი მაქვს მკლავზე და პორტრეტები გადსმოსულან ჩემდა მტანჯველად ვფიქრობ, ვოცნებობ, მომავალი, იმედით მავსებს, თუმცა არ ვიცი გაკვეთილი დღესაც ამჯერად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეს ჩემთვის ცოტა რთულია, ისე კი ძალიან ბავშვობა მონატრებული ლექსია. ეს ჩემთვის ცოტა რთულია, ისე კი ძალიან ბავშვობა მონატრებული ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|