 | ავტორი: რე დი ჟანრი: პროზა 26 აგვისტო, 2014 |
მე ვერასოდეს გავხდებოდი შენი...ხო,ვერასოდეს.ზამთრის სუსხიანი ქარი კიდევ ერთხელ შემომაგლეჯდა ტანსაცმელს და დამტოვებდა ისეთ მშვიდს ,რომ ჩემი სხეულის სითეთრე თვალს მოგჭრიდა,შენ კი სახეზე ხელს აიფარებდი,რათა არასდროს გენახა საყვარელი ცისფერი ძარღვის თრთოლა ჩემ მაღალ ყელთან...მე ვერასოდეს გავხდებოდი შენი,ამაზე ფიქრიც არ ღირდა...მერჩივნა შენს სურვილებსა და სიზმრებში დავსახლებულიყავი ,როგორც უსხეულო და შენ ძილდამფრთხალი ვერასოდეს შემეხებოდი ოცნებებშიც კი...მე არასოდეს გავხდებოდი შენი...მოგიწვებოდი მძინარეს და თითებით მოვხაზავდი შენი სახის კონტურებს,სუნთქვით დაგისველებდი ტუჩებს და არასდროს გაკოცებდი,უმტკივნეულოდ შევეხებოდი ღიად დარჩენილ იარებს და მეყვარებოდი ისეთი,როგორიც ხარ.ფეხისწვერებზე აწეული შემოვიპარებოდი შენს სიზმრებში,ზაფხულის წვიმის სურნელს დაგიტოვებდი ოთახში და სველ პატარა ნაფეხურებს,დილით კი ფანჯრის რაფაზე მდგარი ყვავილი ჩემფერ თვალებს მოგანათებდა...მე არასოდეს გავხდებოდი შენი...მაგრამ ქუჩაში გამვლელი ქალის თმის სურნელი ჩემ ოქროსფერ თმას გაგახსენებდა,მოგინდებოდა ჩემი ჩახუტება და საკუთარ სხეულზე იგრძნობდი ჩემ სითბოს...ვიტრინაში თვალს მოკრავდი ჩემ ღიმილს და კადრებივით გაგირბენდა წარსულში დარჩენილი დღეები...მე ვერასოდეს გავხდებოდი შენი...თუნდაც მეპატიებინა ყველა სისულელე,თუნდაც გაზაფხულის მშვიდი საღამოები დაგებრუნებინა და თუნდაც ჩემ სუნთქვად ქცეულიყავი...მეყვარებოდი,მაგრამ ვეღარასდროს ისე ,როგორც უწინ...ახლა ამ ნოსტალგიასაც არა აქვს აზრი..სისულელეა ჩემი თითოეული სიტყვა...ტკივილებმა დიდი ხანია თავი ჩამოიხრჩეს და უბრალოდ ქარის ყოველ დაბერვაზე თოკზე ჩამოკიდებული ცხედრები უნუგეშოდ ირწევიან ჩემში...დრო და სიტუაცია დიდი ხანია შეიცვალა და საყინულეში საგულდაგულოდ შენახული ნაყინივით მაინც ჩამოლღვა გრძნობები... არ მოიწყინო,მე მაინც ვერასოდეს გავხდებოდი შენი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგია,მომეწონა ++
კარგია,მომეწონა ++
3. ტკივილებმა დიდი ხანია თავი ჩამოიხრჩეს და უბრალოდ ქარის ყოველ დაბერვაზე თოკზე ჩამოკიდებული ცხედრები უნუგეშოდ ირწევიან ჩემში
++ ტკივილებმა დიდი ხანია თავი ჩამოიხრჩეს და უბრალოდ ქარის ყოველ დაბერვაზე თოკზე ჩამოკიდებული ცხედრები უნუგეშოდ ირწევიან ჩემში
++
1. დრო და სიტუაცია დიდი ხანია შეიცვალა და საყინულეში საგულდაგულოდ შენახული ნაყინივით მაინც ჩამოლღვა გრძნობები... +++ მომეწონა. წარმატებები დრო და სიტუაცია დიდი ხანია შეიცვალა და საყინულეში საგულდაგულოდ შენახული ნაყინივით მაინც ჩამოლღვა გრძნობები... +++ მომეწონა. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|