ღამის წყვდიადივით მოედო სამოთხეს ხმა, რომ დაიბადა ბავშვი რომელიც 365 ადამიანში ვერ თავსდებოდა. მამამისმა N88-მ ჩვილი დიდი სიხარულით წარუდგინა N1-ს და თქვა ჩემი უსახელო შვილი პირდაპირ კლდის სულებთად მიემგზავრება რადგან მისი ადგილი აქ არ არისო. N1-ს სახეზე ერთდროულად გადაურბინა სიხარულის და გაღიზიანების ტალღამ, ჩვილი ხელში აიყვანა და გაუდგა გზას კლდისკენ. ბავშვის მისუსტებული კნავილი სიშორემ შთანთქა და ხალხიც არაფერი ახლის მოლოდინში საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდა. ბედნიერი იყო დედა მიუხედავად იმისა რომ შვილს დააშორეს. მერე რა ის ხომ ბედნიერ სამყაროში გადასახლდა. ყველაფერი თავის რიტმს დაუბრუნდა და 2 წუთის მერე აღარც ახსოვდათ რომ სამოთხეს მოევლინა ადამიანი რომელიც ზედმეტი იყო ყველასთვის თავისი მშობლებისთვისაც კი, რადგან მისი დაბადება კანონზომიერებას არ ემორჩილებოდა.
N68 გამოქვაბულებში მშვიდად დააბიჯებდა და უყურებდა ერთფეროვან კედლებს. უფრო ღრმად შესვლა ვერ გაებედა. იქ სადაც სინათლე აღარ წვდებოდა მაინც ვერაფერს დაინახავდა ხოლო კლდის სულები აქაც ადვილად მოაგნებდნენ მას, რადგან საზღვარი უკვე გადაკვეთილი ჰქონდა. სამოცდამერვე ფიქრობდა რა მოხდებოდა თუ კლდის სულები მას იპოვნიდნენ, როგორ დაისჯებოდა იგი. მან იცოდა სამოთხის სამართალი მაგრამ N1-ს არასოდეს უთქვამს როგორ სჯიდნენ კლდის სულები დამნაშავეს. ეს რამე უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო ვიდრე N1 ის მოფიქრებული წყლით გაწმენდა. ეს წყლით გაწმენდაც ძალიან ბუნდოვნად ახსოვდა სამოცდამერვეს. მისი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოხდა ასე და მაშინაც პატარა იყო ასე 12 13 წლის და კარგად არც ახსოვს რა მოხდა მაშინ. ცდილობდა გაეხსენებინა. ვიღაც გამოქვაბულისკენ ჩუმად აედევნა N1-ს და ამის გამო დასაჯეს. მას ხეფებზე თოკით დიდი ლოდი მოაბეს შემდეგ ამ ლოდზე N1-მა კვერთხი დაჰკრა და რაღაც მსგავსი თქვა „შენი ცოდვების სიმძიმისა გახდესო“ დამნაშავემ ქვა ხელში აიღო და წყალში შევიდა საიდანაც იგი აღარ დაბრუნებულა. ამის შემდეგ რაღაც სიტყვა კიდევ წარმოთქვა მოხუცმა ცდილობდა N68 გაეხსენებინა რა სიტყვა იყო კონკრეტულად და უცებ ხმაური შემოესმა სადღაც ახლოს N1-ს ბავშვი მოჰყავდა კლდის სულებისთვის გადასაცემად. სამოცდამერვე გაისუსა, სუნთქვა შეეკრა და სასწრაფოდ მიიმალა ერთერთ ნაპრალში. ახლა იგი ნამდვილად ნახავდა კლდის სულებს ან რამე მსგავსს. ყოველ შემთხვევაში იმეზე მეტს ნახავდა ვიდრე სხვა მისი ნაცნობები და ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ისეთი ამაღელვებელი რომ სხეულში რაღაც ყინულივით ჩაეღვარა ძარღვებში ცივმა სისხლმა დაიწო დენა. გაიხსენა N68-მ და ეს აღელვება იმ გრძნობას შეადარა როცა პირველად შეეხო თავისი ცოლის ათრთოლებულ შიშველ სხეულს. თუმმცა ის უფრო დიდებული და სასიამოვნო იყო, ეს კი საინტერესო და საშიში. ყოველშემთხვევაში არის მომენტები ადამინაის ცხოვრებაში რომელიც მის შემდგომ ცხოვრებას დაღს ასვამს. ასე მოხდა მაშინაც, იმ ღამის შემდეგ სამოცდამერვე მიხვდა რომ მისი ცოლი იყო მისი დაკარგული ან სულაც არ არსებული ნაწილი. ის რაც ყოველთვის აკლდა მან იპოვა სხვა სხეულში და როცა მასთან ახლოს იყო თავს გრძნობდა როგორც სხვა არსება. ის იყო ორი და ამავდროულად იყო ერთი მაგრამ აღარ იყო N68. დღეს კი თუ კლდის სულები მას დაინახავენ რაღაც კიდევ შეიცვლება თუ ვერ დაინახავენ მაინც შეიცვლება რადგან მის თვალწინ დაიმსხვრევა სამყარო რომელსაც მთელი ცხოვრება ასე აკოწიწებდა N1.
ბავშვის ტირილი სულ ახლოდან გაისმა. მოხუცმა მას დაუყვირა „ცოტაც და გაგათავისუფლებ ნუ ტირიხარ“ შემდეგ ჩირაღდანი აანთო და გამოქვაბულის სიბნელისკენ დაიძრა. სამოცდამერვე უკან გაყვა ისე რომ მოხუცს ვერ შეემჩნია. მალე გამოჩნდა გამოქვაბულის დასასრულიც მოხუცმა ჩირაღდნიდან სხვებსაც გადაუკიდა ცეცხლი და სივრცემ ნელნელა განათება დაიწყო N68 მიიმალა სანამ სინათლე მის იქ ყოფნას გამოააშკარავებდა. სამალავიდან კარგად ჩანდა რომ ოთახი მოფენილი იყო ძვლებით, ერთ კუთხეში ლამაზად დაეწყოთ მეტალის საგნები რომლებიც ცეცხლის შუქზე ელავდნენ. სადღაც ახლოს კი შავი სიბნელისგან ნელნელა გაარჩია თვალმა რაღაც ცხოველი რომელიც წამომართა ფეხზე და დაიძრა მოხუცისკენ. იმის გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო სამოცდამერვემ რომ ეს რაიმე ზეციური იყო, ცეცხლის ალმა გამოაჩინა კლდეზე ჯაჭვით დაბმული ცხოველი რომლის მსგავსსაც ტყეში მისი თანამოძმეები ბევრჯერ გადაყრიან და დიდი ძალისხმევით დაუხსნიათ თავი მისი კლანჭებისგან. მისი თვალები ღამეში ნაკვერცხლებზე მეტად ელავდნენ. ხმა კი ისეთი შემზარავი ჰქონდა რომ ერთი წუთით ბავშვი გაჩუმდა შემდეგ კი უარესად მორთო ტირილი.
მოხუცმა მხეცს შეხედა და სიცილით უთხრა „შე მსუნაგო“ მერე ბავშვი ხელში აიყვანა მარტივი მოძრაობით შუაზე გაკვეთა. სისხლი ქვებს მიასხურა და სხეული მხეცს მიუგდო. მალე გამოქვაბულში ბავშვისი ტირილის ნაცვლად ძვლების მტვრევის და სალაფავის ჭამის ხმა ისმოდა.