ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 აგვისტო, 2014


ტიროდა ტყე

გამთენიისას წავიდა ტყეში
მოხუცი კაცი და ცულის ტარზე,
რომელზეც წლები ცხოვრობდა მარტო,
ხეების ცრემლი იყო ლაქებად
და ტყეს შვილმკვდარი ქალივით შეშლილს
ოდესღაც ჩვილი ფესვებით სავსე,
რომლითაც ახლა ცივ სახლებს ვათბობთ
ტკივა შვილები და ენანება.
გადატყნდნენ წელში, მტკივაო, ვაი,
მიწამ თვალები დაახუჭინა
და სანამ ზამთრის დღეები დადგა
და სანამ თოვლი დაიდო გზებზე,
მოხუცმა მშვიდად დახუჭა თვალი.
სხეულს გაუჩნდება განა სულს ჭია
შეჭამს მიწაში, ქალმა და კაცმა
ეზოში ნახეს ხეები, შეკრეს
ოთხი ფიცარი და როცა დაბლა
ჩაუშვეს კაცი,
როცა სოფელში ზამთარი დადგა,
ტიროდა ტყე და ტიროდა სახლი
ჭირისუფალი ქალების ნაცვლად..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები