ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2014


生け花 - იკებანა

ხელისგულებით ჩამბერე სული
და შენს სხეულში,
მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი გულის კუნჭული
- ტოკონომა თუკი იპოვო,
იქ მომათავსე,
რომ გავიშალო სიყვარულად
მიწიდან ცამდე,
რომ გაგიცოცხლდე - იკებანა
და  ღმერთის მწამდეს...
ჩამბერე სული.





***იკებანა - „ცოცხალი ყვავილი“
  ტოკონომა -იაპონური სახლებისთვის დამახასიათებელი  გამოყოფილი ადგილი, სადაც თავსთდება იკებანა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები