ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2014


შენს ზეცას ვხედავ არწივის თვალით

შენს ზეცას ვხედავ არწივის თვალით
შენს მწვერვალებზე დავიმტვრევ მუხლებს
მე ყოველ დილით მაღვიძებს ყვავი
და სხეულს ღამით ტურები უღრენს

მზესავით იწვის შენს სულში ჭაღი
ჩემსას კი უკვე ვამგვანებ სამარხს
შენს მთებში თეთრად აყვავდა ბაღი
ჩემს ველზე ახლა თიბავენ ბალახს


შეახებ ხელებს ქათქათა რიკულს
შენს ტრფობას მე ხომ გადავცდი ყელში
მე ჯვარზე მნახავ ცოდვებით მიკრულს
მე ჯვარზე მნახავ ვარდებით ხელში

სტრიქონებს გავშლი მედლებად ცაზე
წყვდიადის გუშაგს დახატავს დალი
დაჯდება მტრედი რკინის ანძაზე
როგორც ხის სკამზე ლამაზი ქალი


ათასი აზრი მიბორგავს დაღლილს
საჩქაროდ უნდა გავშორდე მექას
დე, ყველა პატივს მიაკვდეს ძაღლი
ოღონდ შენს ფიქრში პოეტი მერქვას


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები