ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 სექტემბერი, 2014


ხიდზე

ვდგავარ ხიდზე და ვიყურები
მდინარეს შეუცვლია კალაპოტი
და დარდი არა აქვს არაფრის,

ვაწყდები ცხოვრების სირთულეებს
აქ ყველა ნაბიჯზე ღალატობენ.
ბრაზისგან იმდენჯერ გადავხტი-

წყალში, რომ თევზივით უხმო ვარ
და ვატყობ ჩემს თავში ვიხრჩობი,
და ვატყობ არ მყოფნის ჰაერი,

ჩვენ შევხვდით ოდესღაც, უხსოვარ-
დროში და რომ არა სიშორე
მე ალბათ არაფერს დავწერდი.

გასდევდა ჩვენს დღეებს სიმწარე
მიწამე, მიწამე, მიწა-მე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები