ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 სექტემბერი, 2014


ნაგავსაყრელი

მე ვაღიარებ ღმერთს,
რომელიც ნაგავსაყრელთან მდგარ მოხუცს,
ან უფრო სანაგვე ურნაში ძირამდე ჩასულ საბრალო მოხუცს
ბავშვივით ხელში აიყვანს და დააძინებს.
ჩვენ ძალიან გვიჭირს..
მე ძალიან მიჭირს წერა, როგორ ვთქვა..
მე ვერ ვწერ!
არსებობს ცხოვრებაში რამდენიმე მისვლა
და ამ რამდენიმედან ერთი,
სადაც შეაღებ კარს, მიხურავ და დარჩები.
ადამიანები წლობით ვეძებთ იმ ერთ კარს,
ზოგს უბრალოდ გაუმართლა..
ამ ყველაფრის გამო ღირს წერა..
იმის გამო, რომ მე დღეს,
20:30წუთზე გავალ სამსახურიდან
და ქუჩის ძაღლი,
რომელიც ყოველ დილით მხვდება,
გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას.
მე იმ ბიჭივით მოვიქცევი,
რომელმაც მოაჯირზე მდგომს წელზე ხელი მომხვია და მაიძულა გადარჩენა.
იმ დღეს ხიდიდან არავინ გადამხტარა.
იმ ბიჭივით გადავარჩენ ძაღლს
და როცა სახლში მივალ არ ვიცი რამდენად მანუგეშებს ფიქრი,
რომ სიცოცხლე გადავარჩინე,
რომელიც არ სჭირდებოდათ..
ყოველ დილას, როცა საბრალო მოხუცი
სანაგვე ურნის ძირამდე ჩადის,
ძალიან მინდა მწამდეს ღმერთის
და თვალებს ვხუჭავ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები