შესავლის მაგიერ
ღამე იყო. სიზმრიდან გამოურკვევლად საწოლიდან ზუსტად ისე წამოვდექი, როგორც ალბათ უსინათლო ადამიანი დგება ყოველ დილას და გული მიმეწურა ამის გააზრებაზე. თითქოს გამოვფხიზლდი. სიბნელეში კიდევ ცოტახანს, გაუნძრევლად ვიდექი, რათა უფრო კარგად გამეცნობიერებინა – რამხელა ბედნიერება მომანიჭა უფალმა მხედველობა რომ მიბოძა. სიბნელე ეკრანზე მოსულმა შეტყობინებამ გაანათა. “მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ახლა - შეავსე განაცხადი და გახდი მექარავნე.” მწერდა უცნობი ფოტოგრაფი, აი ის, მისმა სურათებმა იმდენად რომ აღმაფრთოვანა, გამაბედინა და მიმაწერინა, შენი სურათები უნდა გავაცოცხლო, მოთხრობას დავწერ-თქო. უდაბნო, ქარიშხალი, კაკტუსები, ისე ჰქონდა გადაღებული, რომ შევხედე, წამიერად უკან დავიხიე, მეგონა უდაბნოს მზემ დამწვა, მერე კაკტუსს წამოვედე და აღარ გავაგრძელებ რა აღარ ვიგრძენი, იმდენად რეალური ფოტოები ჰქონდა. შევავსე განაცხადი, არც დავფიქრებულვარ ისე. გათენებას აღარაფერი უკლდა. “დაელოდე დროს” - გამოხტა ახალი შეტყობინება. ჩემდაუნებურად გადავწვდი საწერ კალამს და დავიწყე: “ყველა ოცნება ხდებაო, მითხრეს ერთხელ… ”
თავი 1. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“
- მე არ ვიცი რას ნიშნავს ქარავანი ან როგორ ცხოვრობენ მისი წევრები, უბრალოდ შემთხვევით მოვხვდი აქ, - დაიწყო მწვანეკაბიანმა გოგონამ, - არ ვაპირებ ბოლომდე გამოგყვეთ, მხოლოდ იქამდე, სანამ ერთ სიბრძნეს მაინც არ ვისწავლი. თუნდაც ქარავნისას. ცეცხლმა ზოგიერთების ღიმილი გაანათა, ზოგიერთის სევდიანი თვალები კი ცეცხლს მიღმა დატოვა. – მე ფილოსოფიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, წელს ვამთავრებ. იცით, 4 წელი მხოლოდ სხვათა ფილოსოფიებს ვისმენდი და ვითავისებდი, ახლა კი გადავიწყე თავად მივიდე ჩემი ცხოვრების ფილოსოფიამდე. შემეძლო უბრალოდ განვმარტოებულიყავი სოფელში ზღვასთან, ან მთაში, მაგრამ ქარავანი და უდაბნო?! განა ამაზე უკეთესი ადგილი შემეძლო მენახა? უდაბნოს ხომ თავისებური მისტიური ძალა აქვს, აქ შენი თვალით ხედავ შემოქმედს, საქმე გაქვს უდიდეს ცხოვრების ფილოსოფოსთან. არ ინახავს არავის მოგონებას, ისტორიას, სახელს, ვერავინ უტოლდება მის ძალას, მისტიკას და სწორედ ამაშია მისი საიდუმლო და აი ამას მინდა ვეზიარო.- სრულიად დამაჯერებელი ტონით განაცხადა პატარა ყმაწვილმა, თავისი ტანისთვის შეუფერებელი ბოხი ხმითა და ტემბრით. – ამბიციამ, არ ჩამოვრჩენოდი სხვებს მომიყვანა აქ. მე მინდა ვიყო პირველი ამათ შორის და მინდა რომ უკან დაბრუნებისას გაზეთები ჩემზე წერდნენ – „ყველაზე ახალგაზრდა მექარავნე რომელმაც უდაბნო გადალახა“.- არ ჩამორჩა მარცხენა კუთხეში მჯდარი ბიჭი, ცეცხლის ალი, ხანგამოშვებით რომ უნათებდა სახეს. – მე უბრალოდ თქვენთან ერთად მინდა გავატარო ეს დღეები და თქვენი ამბების თანაზიარი გავხდე. - ჩუმად ჩაილაპარაკა შავთვალება და ნაწნავებიანმა გოგონამ. არაფერი მითქვამს, მე ხომ მხოლოდ მოთხრობის დაწერას ვაპირებდი. მექარავნე გვისმენდა, მაგრამ ჩვენს საუბარში არ ჩარეულა. შემდეგ კი ტკბილი ძილი გვისურვა და დაგვტოვა. ხვალიდან უკვე გზას უნდა შევუდგეთო, თან დააყოლა. ღამეს დაესადგურებინა ბანაკის გარშემო და მექარავნეც რამდენიმე ნაბიჯში უკუნს შეერია. სულ ოთხი კარავი დგას ამ ტრიალ მინდორზე, ციდან ათასობით წვრილი თვალი დაგვყურებს, სადღაც ძალიან შორს, სოფლის მახლობლად ბუ გაჰკივის, ვინ იცის იქნებ იმასაც ამბობს - რით ვერ მოეშვნენ ეს ადამიანები ოცნებასო. - ასე მგონია, ხვალ ისევ ქალაქში დავბრუნდებით. - თქვა ამბიციურმა. - ხო, აბა ეს რა ქარავანია. ვისი მექარავნეები უნდა ვიყოთ, ერთმანეთის?!- იკითხა მწვანეკაბიანმა. - “დაელოდე დროს” - თავისთვის თქვა ფილოსოფოსმა, ჩემთან ძალიან ახლოს იჯდა და გავიგე. - მეც ეგ დამიწერა რეგისტრაციის ბოლოს. - მივუბრუნდი მაშინვე. - კარგით რა, თქვენ მართლა გჯერათ? სისულელეა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი, ერთი გაქუცული კაცია, ორი სიტყვაც კი არ უთქვამს, რას წარმოადგენს. - თქვა ისევ ამბიციურმა.
ცეცხლს ნელ-ნელა მგზნებარება დააკლდა, ჩვენ ისევ ვაგრძელებდით ერთმანეთის თავის მოწონებას, ვყვებოდით ჩვენს საოცარ თავგადასავლებს… თავადვე რომ გვართობდა ეს ამბები. ცეცხლი ქრება. ჩვენც ნელ-ნელა დავიშლალეთ… არ გვეთმობა ერთმანეთი, საკუთარი თავები, კოცონი. მერე კარვებთან ვჩერდებით კიდევ რამოდენიმე წუთი და ვიცინით ვარსკვლავებზე, თვალს რომ არ გვაშორებენ. “ჩვენ ხვალ უდაბნოში მივდივართ, აბა ჰო” - ვამბობთ ლოზუნგივით და ერთმანეთს ვასწრებთ კარვებში შესვლას. ძილი თავისით მოდის, თუმცა ემოციისგან ჯერ მაინც ვერ ვხუჭავ თვალებს. ერთხელ კიდევ გავიფიქრე, ფოტოგრაფო, მე მართლა გავესაუბრები შენს გმირებს–თქო და სასიამოვნო ძილს მივეცი თავი. სულ სხვა რამეებზე ვფიქრობდი - ბედუინებზე, არაბულ ბედაურზე, ნილნაზე, სადღაც დონი რომ დუდუნებს და ხანდახან მოგონებებსაც რომ მოჰყვება. იმ ღამეს რაღაც უცნაურად სევდა მომეკიდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ერთი კარგი თვისება აქვს ამ ცისიქითელს...:-* რაზეც გინდა წეროს, ყველაფერში იგრძნობა სიცოცხლე...:-* სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.... ერთი კარგი თვისება აქვს ამ ცისიქითელს...:-* რაზეც გინდა წეროს, ყველაფერში იგრძნობა სიცოცხლე...:-* სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას....
3. ხო. კარგად ვერ გავმართე ალბათ. ანუ სანამ ჩამეძინებოდა მაგაზე ვფიქრობდიო :) ჰო, შთაგონების წყარო სწორედ "ბედუინია". :) ხო. კარგად ვერ გავმართე ალბათ. ანუ სანამ ჩამეძინებოდა მაგაზე ვფიქრობდიო :) ჰო, შთაგონების წყარო სწორედ "ბედუინია". :)
2. ჩვენ ხვალ უდაბნოში მივდივართ, აბა ჰო” - ვამბობთ ლოზუნგივით და ერთმანეთს ვასწრებთ კარვებში შესვლას. სულ სხვა რამეებზე ვფიქრობდი - ბედუინებზე, არაბულ ბედაურზე, ნილნაზე...
:)) ჭირდება პატარა კორექტურები, თუ ძილს მიეცი თავი მაშინ როგორღა ფიქრობდი... 5. მეც დაველოდები გაგრძელებას, ნილნა და ჯადარიო და... ჩვენ ხვალ უდაბნოში მივდივართ, აბა ჰო” - ვამბობთ ლოზუნგივით და ერთმანეთს ვასწრებთ კარვებში შესვლას. სულ სხვა რამეებზე ვფიქრობდი - ბედუინებზე, არაბულ ბედაურზე, ნილნაზე...
:)) ჭირდება პატარა კორექტურები, თუ ძილს მიეცი თავი მაშინ როგორღა ფიქრობდი... 5. მეც დაველოდები გაგრძელებას, ნილნა და ჯადარიო და...
1. ველოდები გაგრძელებას
:) ველოდები გაგრძელებას
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|