ღამეს მოაქვს გემო მთვარის, მე შენ კოცნას ვამუღამებ და დღისაგან ნაოტარი ჩემს მკლავებში ვიხვევ ღამეს,
შენ თმები გაქვს ღამისფერი, მტერი არის ახლა ჩემი გათენება ნამისფერი, ვარსკვლავებს რომ გადადენის,
ღამით ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის, რომ ამოდის ორი მთვარე, ცეცხლი სიზმრის რაკრაკს ერთვის ვერაფერს ვერ შეგადარებ,
ვით მეთევზე მკედის ძუას, ისე უშვებ ნაწნავს დაწნულს, ვარსკვლავსა და ვარსკლავს შუა მე ვეძებდი წმინდა ქალწულს,
ბევრსაც ვკითხე მისამართი, მხოლოდ მიმანიშნეს შორით უვიცობის იყო დარდი, მხოლოდ ჭორი, ისევ ჭორი
კვლავ მივმართე მე დიდ წიგნებს, ამბობენ, რომ იქ წერია, და როგორმე ვპოვო იქნებ, რაც ლექსებში მიმღერია,
რადგან მხოლოდ დღისით მოჩანს რაც ღამით დაფარულია ის რაც მზერას თვისით ბოჭავს მთიების სიყვარულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ლამაზი...მელოდიური...ღამისფერი ლექსია...:-* ლამაზი...მელოდიური...ღამისფერი ლექსია...:-*
1. მტერი არის ახლა ჩემი გათენება ნამისფერი,
"ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო"
მტერი არის ახლა ჩემი გათენება ნამისფერი,
"ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|