ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა.მელთაური
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2014


ქალი

რამდენ საუკუნეს მოვითვლი არ ვიცი,
მოვდივარ ტანჯვით და
მოვდივარ ამაყად,
ამდენი საუკუნის ვნებამორეული
როგორ გიერთგულებ
ნეტავი განახა.
თუ ნეკნი გაკლია
მიზეზს ნუ მოძებნი
ნუ ცდილობ გამხადო
ერთ წუთში მხევალი,
თუ ნეკნი გაკლია
იქნება შემიცნო
შენი დაკარგული
მეორე ნახევარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები