ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა.მელთაური
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2014


...

როცა უზნეობას ახლავს აპათია,
მერე შენთან მოვალ უტიფარ თვალებით...
მაინც შენ მოგმართავ-
ღმერთო მაპატიე...
ხვალ ისევ ვიქნები ყელამდე ვალებით...
როცა უზნეობას არ უჩანს თავ-ბოლო,
მოვდივარ უტიფრად,
როცა კვლავ მჭირდები,
მერე გადაღლილი უკვე საბოლოოდ
ვხედავ ვილევი და
ნელ-ნელა ვმწირდები.
როცა უზნეობას უკვე ვეღარც ვამჩნევ,
როცა აღარ არის
აღარც აპათია,
როცა მომინდება ჩემგან რაღაც დარჩეს
ასე უტიფარი ვითხოვ
მაპატიე!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები