ავტორი: ფიქრის მხატვარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 სექტემბერი, 2014
ემიგრანტი
რა თქვენი ბრალია, რომ ჩემს თავს ვაიძულებ პირისპირ დამიდგეს, რომ ჭიქის მსგავსად ყელამდე, გატყუებთ, პირამდე სავსე ვარ და ვმუნჯდები. საფლავებიდან ვერ ნამღერი იავნანა ისმის, საფლავებიდან "ჰერიო ბიჭებოს" მღერიან. პოეზია ვერასოდეს დადგება შვილმკვდარი დედის მუხლებზე მაღლა.. რა თქვენი ბრალია, რომ ჩემი გაღებული სიკეთე რამდენიმე ხურდისგან შედგება, თუ საქართველო ემიგრანტია, რომელსაც არცერთი გული ღებულობს.. რა ჩვენი ბრალია..