ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


რაღა ნიკოფსია,რაღა დარუბანდი

სუნთქვა შეიკავეს ღამის აჩრდილებმა,
მოწყდნენ მინებიდან თბილი ამინდები,
ვდგავარ გახუნებულ სივრცეების მიღმა,
და შენს ყველა სუნთქვას თბილად ვაკვირდები

რწმენით ვისისხლხორცებ შენში ქრისტეს ფეთქვას,
შუბლზე ნაოჭებად ჩნდება ტაძრის ბზარი,
ვბორგავ შენ წარსულთან ხელ-ფეხ გათოკილი,
რაღა ნიკოფსია,რაღა დარუბანდი.

მოკლეს ,დაანარცხეს მიწას იმედები,
მხოლოდ ისტორია-ღვთისკენ საგზალიო,
ვცხოვრობთ სამშობლოში უსამშობლო ხალხი,
სუნთქვა არ დატოვეს ჩვენთვის სახვალიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები