ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ტოტოჩავა
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2014


ვხედავდი სიზმარს

ღამემ მოვერცხლილ ცაზე მოთოვა
მოთოვა ვარსკვლავთ ნათელ ფერებით,
თითქოს ჩემს თავთან ჩმომითოვა
მძინარეს თმებზე ეს ფანტელები...

ვხედავდი სიზმარს ვიყავი სდღაც შორს-
და გამჭოლი სხივი თან მდევდა.
ეს იყო მზერა, პირქუში მზერა
შენი თვალებით რომ მინათებდა...

ვერ გავუძელი ზურგს უკან სუსხებს
ძლიერი სხივი მთელს ზურგს მიწვავდა.
შევჩერდი, შევკრთი, შიშმა შემიპყრო
თან  წასასვლელიც არასად მიჩანდა....

შემოვტრიალდი თავი დავხარე
რატომღაც მივხვდი თვალი- თვალს გვჭრიდა
იდგა ვაჟკაცი მკლავით ძლიერი,
და ეს მოვლენა სიმორცხვეს მგვრიდა.


ვიდგეით ორნი...შორს მთებში კლდეზე....
.მხოლოდ თვალთაგან იყო მხილება
და ასე იყო კარგახანს ვდუმდით,
ვიდრე არ მიხმო გამოღვიძებამ.

ბევრი რამ ვნახე,ამოვიკითხე
ჩემს გულში დარჩა უცხო ხილებად.
ასე დასრულდა ჩემი სიზმარიც...
ვარსკვლავთ მოვერცხლილ ცაზე ხილვებად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები