ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა.მელთაური
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2014


ოშკი და ხანძთა...

როცა უკბილო ურდო "იცავს"
ჩემს ოშკს და ხანძთას,
ცრემლმორეული კედლებს ვკოცნი,
წინაპრის ძვალთა...
როცა თავ-პირი ჩამოსტირის
ურდოში ხანძთას,
სად არის ამ დროს
სამშობლოს განცდა?!....
როცა სამშობლო სადღეგრძელოში
აქ, ჩვენთან გაცვდა,
იქ, მთებს გადაღმა ილეწება
ოშკი და ხანძთა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები