თავი 2 „ნეტარ იყვნენ მგლოვიარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქნენ“
დილას ყველაზე მეტად რამ გამაოცა იცით? აქლემებმა. როდესაც ფოტოგრაფმა შემომთავაზა არდადაგები ქარავანში, სულ სხვა რამ წარმოვიდგინე. რომელიმე ნაცნობი ადგილი, თამაში - მექარავნის და თან მხოლოდ ერთი დღე. მე კი მართლა საოცარ აქლემების ქარავანში აღმოვჩნდი, რომელსაც უდაბნო უნდა გადაელახა და ეს არ იყო უბრალოდ“ქარავანი”, სიტყვის ტრადიციული გაგებით. თითქმის გამთენიისას დავიძინეთ და ერთი კარვის გარდა არაფერი ებადა და ასე უცებ ამდენი აქლემი, თითოეულს საკუთარი და ამავე დროს გასაყიდად გამზადებული ნივთების გროვა: წიგნები, სანელებლები, ძვირფასი ნაჭრები...მე მაინც მხოლოდ ერთი ღამის ამბავი და ხუმრობა მეგონა განცხადება, რომლის გამოისობითაც მოვხვდი ამ გაუგებრობაში, ხელწერილიც მხოლოდ ფორმალობა. უკან ვერ დავიხევდი, ცხოვრება მეძახდა ახალი თავგადასავლისკენ, მსგავსი შანსი ხომ მეორე არც მექნებოდა. სულ აღარ მიფიქრია იმ სირთულეებზე რაც უდაბნოს ახლავს თან. თამაშის რეალობად ქცევამ აზროვნება შემიმსუბუქა. სრული ბედნიერების დროს ხომ თითოეული დღე მთელ სიცოცხლეს უდრის - გამენდო მექარავნე და გაეღიმა. ამასობაში კარვიდან ამბიციური გამოძვრა. აქლემებზე მასაც ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორც მე. “ვა, მაგარია”. ჩამოუარა სათითაოდ ყველას და ტვირთიც შეამოწმა. ბოლოს ჩვენ მოგვესალმა - დილა მშვიდობისა. მის სალამზე კარვიდან დანარჩენებიც გამოძვრნენ. ნამძინარევი თვალებით უყურებდნენ გარშემო მორეკილ აქლემებს. თავი ისევ სიზმარში ეგონათ, დავიფიცებ, რადგან აქლემმა რომ დაიხვიხვინა, ისე შეხტნენ, მექარავნესაც კი ჩაეღიმა. მსუბუქად ვისაუზმეთ, ისე რომ მექარავნეს სიტყვა არ უთქვამს. მხოლოდ საუზმის ბოლოს მიგვიხმო თავისთან. - აბა, მოდით ჩემთან. ვიცი, თანამედროვე ტექნოლოგიებმა რეალობის და მართლის შეგრძნება დაგაკარგვინათ და ყველას თამაში გეგონათ ვირტუალური განცხადება, მაგრამ ამის მიუხედავად დღეიდან ქარავნის წევრები ხართ და ისეთივე პასუხისმგებლობა გაკისრიათ, როგორც მე. ამის მერე ჯერ წესები გაგვაცნო, შემდეგ ჩვენ-ჩვენი აქლემები ჩაგვაბარა და მათი მოვლისა და შეკაზმვის წესები გვასწავლა. გვანახა როგორ უნდა მოგვეწველა რძე და გვაჩვენა როგორ უნდა მოგვეხვია თავსაბურავი, მზისგან და ქვიშისგან რომ დაგვეცვა თავი. მერე აქლემებზე შეგვსვა და გვთხოვა მწკრივი არ დაგვერღვია. რატომღაც მხოლოდ ჩემი აქლემი იყო თეთრი, მის ფონზე ძალიან შავი რომ ვიყავი იმიტომ ნეტა?! მთელი დღე უსიტყვოდ მივდიოდით, ჩვენ ჩვენს ფიქრებთან ერთად განვმარტოვდით და თითქოს მხოლოდ ახლაღა დავიწყეთ საკუთარი თავის გაცნობა. დავისვენეთ მხოლოდ შუადღისას, როცა სიარული შეუძლებელი იყო. სიცხისგან გათანგულებს ლაპარაკის თავიც არ გვქონდა და ისევ ჩვენს საკუთარ ფიქრებს მივუბრუნდით, გაწყვეტილი საუბარი რომ გაგვეგრძელებინა. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ეს სიტყვები გავიგეთ მისგან : „ვჩერდებით, მოემზადეთ, მივდივართ“. ჩვენ პირველად გვქონდა შეხება აქლემებთან ასე ახლოს, მისი ტარებაც კი არ ვიცოდით და დარწმუნებულები არც ერთი არ ვჩანდით, რომ მომთაბარე ცხოვრებას შევძლებდით. საბედნიეროდ, პირველ დღეს მხოლოდ მცირე მანძილის გავლა მოგვიხდა ბანაკამდე. – ადამიანებს გვაქვს არჩევანის უფლება, როგორ ვიცხოვროთ, თუმცა მცენარეებთან მაინც გვაქვს საერთო. ჩვენც, ამ კაქტუსების მსგავსად ხომ არ ვირჩევთ სად დავიბადოთ, როგორ, როდის... – წამოიწყო ფილოსოფოსსმა და ბანაკის გარშემო აღმართულ კაქტუსებს თვალი მოავლო. – შეგვადარა ადამიანები კაქტუსებს. - ირონიულად ჩაილაპარაკა ამბიციურმა. –იცოდით? იქ, სადაც კაქტუსები იზრდებიან ცხოველებსაც უჭირთ წყლის გარეშე გაძლება. კაქტუსების წვნიანი ღერო მათთვის წყურვილისა და შიმშილის მოკვლის კარგი საშუალებაა, მაგრამ მისი ეკლების თითქმის ყველა ბალახისმჭამელს ეშინია. - საუბარში ჩაერთო მწვანეკაბიანიც. – გსმენიათ რამე მებადურის კუნძულზე? – იკითხა უცებ მექარავნემ. – მარილის უდაბნოზე ამბობთ?- თვალი მოგვავლო გვერდითმსხდომებს მწვანეკაბიანმა. მექარავნემ აგვიხსნა, რომ ეს ადგილი წვიმის დროს სარკესავით ლაპლაპებს და თითქოს ცა და მიწა შერწყმულია. შორეული ვულკანები მირაჟივით მოჩანს ჰორიზონტზე. სწორედ ამ უდაბნოს შუაგულში მდებარეობს მებადურის კუნძული, რომელზეც თითქოს შეუძლებელია სიცოცხლის არსებობა, მაგრამ რამდენიმეჰექტრიან კუნძულზე იზრდება უზარმაზარი კაქტუსები, რომელთა სიმაღლე 12მ-მდე აღწევს. –ანუ გამოდის რომ მათი ასაკი 1200 წელია. - ჩაეჭრა ფილოსოფოსი. –თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კაქტუსი წელიწადში მხოლოდ 1სმ-ით იმატებს ეგრეა! - არ დააყოვნა ამბიციურმაც. “ალბათ რამხელა ეკლები ექნებათ.”– გავიფიქრე. –რადგან კაქტუსებზე ჩამოვარდა საუბარი, მე მოგიყვებით სრულიად დაუჯერებელ, თუმცა ნამდვილ ამბავს. როგორ გაუჩნდათ კაქტუსებს ეკლები. – რა საინტერესოა.- გაწითლდა ნაწნავებიანი გოგონა. - დაწექით ყველა ზურგზე და ახედეთ ცას. - გვთხოვა მექარავნემ. ეს იყო ზუსტად იგივე ცა, რომელსაც მე ყოველღამე ჩემი სახლის აივნიდან ვუყურებდი, მაგრამ უდაბნოს ღამეს მთელი მზის სისტემა ერთად მოექცია და თითქოს სააშკარაოზე გამოეყვანა ჩვენს გასართობად. დიდი ხნის წინათ, მებადურის კუნძულზე უამრავი მცენარე მშვიდობიანად ცხოვრობდა, ერთმანეთს არ ერჩოდა და მხოლოდ სიყვარულს უზიარებდა ირგვლივ მყოფთ. მხოლოდ კაქტუსების ოჯახი, განთქმული თავისი პატივმოყვარეობით, მიისწრაფოდა დიდებისაკენ და გარშემო ანადგურებდნენ ყველასა და ყველაფერს. მათ გარშემო ვერ ძლებდა ვერც ერთი მცენარე, რადგანმიწიდან მომავალ წყალს არავის უთმობდნენ და აიძულებდნენ მოშორებოდნენ კაკტუსებს. ერთ მშვენიერ, მაგრამ ძალიან ცხელ დილას, კაქტუსების ოჯახში მეშვიდე წევრი გაჩნდა. აქ ბავშვებს ისევე მკაცრად ეპყრობოდნენ, როგორც ირგვლივ მყოფთ, კვირაში მხოლოდ რამდენიმე ყლუპ წყალს აძლევდნენ, რადგან სჯეროდათ რომ ამით ისინი ისწავლიდნენ არასდროს მოეთხოვათ იმაზე მეტი რაც ეკუთვნოდათ. მათ იცოდნენ როგორ დაეცადათ მოთმინებით და არ შეეწუხებინათ სხვები სულელური შეკითხვებით. მაგრამ მეშვიდე პატარა კაქტუსი განსხვავებული აღმოჩნდა. გარდა იმისა რომ ძალიან მახინჯი იყო, იძლეოდა უამრავ შეკითხვას და თავს ყველას უყადრებდა. “მაინტერესებს თუ შეგიძლიათ ქვიშაზე ხატვა?”– ეკითხებოდა ქარს. “ცაც ქვიშისგანაა შექმნილი? მაშინ რატომაა სხვა ფერი? და ასე იშვიათად რატომ ტირის, მაშინ როდესაც მისი ცრემლები ჩვენ ასე გვახარებს და გვაბედნიერებს?” ასე აგრძელებდა დაუსრულებლად კითხვების დასმას, სანამ ერთხელაც დედამისმა მოთმინება არ დაკარგა და დაუცაცხანა: “ შენ იმაზე მეტ შეკითხვას სვამ ვიდრე საჭიროა. უნდა იყო ჩვენსავით წყნარი და მომთმენი, გაჩუმდი და მოისვენე”. მაგრამ პატარა კაქტუსს არ უნდოდა მოსვენება. მისი ამაყი, წყნარი ძმები ისეთი ცივები და შორები იყვნენ, რომ ვერ უგებდნენ, პატარას კი გულს უწვავდა მარტოობის განცდა. ერთ დღესაც პატარა კაკტუსმა დაინახა უცნაური არსება, რომელსაც არც ფერი ჰქონდა და არც სახე. ხის ტოტს ჰგავდა, მაგრამ ძალიან წვრილს და თან იჩხვლიტებოდა. “რაღაც ახალია” გაიფიქრა მან და მთელი ძალით მოეხვია. უცებ ცა განათდა და მზის სხივი ელვასავით აირეკლა უდაბნოს თავზე, თითქოს ჰაერმაც კი შეწყვიტა სუნთქვა. - ეს რა ჰქენი სულელო! - მხოლოდ ეს სიტყვები გაიგონა. პატარა კაკტუსი სულ მთლად გამწვანდა და მერე ნელ-ნელა გახუნდა. ესმოდა როგორ დაიწყეს მის გარშემო მცენარეებმა ჩურჩული: “შეხედე, წინასწარმეტყველება მაინც ახლდა.” “ახდა, ახდა ახდა…” ამ სიტყვებმა ქართან ერთად გადაუქროლა მთელ უდაბნოს. პატარა კაკტუსი ვერ მიხვდა რა მოხდა. მას მხოლოდ დედამისის სიტყვებმა აუწვეს გული. - გაგვშორდი მახინჯო! ოჯახმა ზურგი აქცია. სხვა მცენარეებიც ნელ-ნელა გაქრნენ. მის შეხედვას ვერ გაუძლეს. კაკტუსი უხმოდ უყურებდა როგორ იცვლიდა მისი ქვეყანა ნელ-ნელა. როგორ კვდებოდნენ და მიდიოდნენ ყვავილები. იგი სულ მარტო დარჩა. მაინც არ ტიროდა. “ალბათ ასე ხდება ხოლმე” - ფიქრობდა თავისთვის. ერთი წლის მერე, მასთან საუბარი დაიწყეს მზემ, ქარმა, ქვიშამ, წვიმამ, რომელიც წელიწადში ერთხელ მოდიოდა და ვარსკვლავებმა, ღამე რომ ჩნდებოდნენ. ისინი უმღეროდნენ სხვადასხვა ქვეყნის სიმღერებს, მაგიურ სიმღერებს განსხვავებულ ცხოვრებაზე. –“ოჰ, რაღაც სხვა! ნეტავ მეც შემეძლოს მათი შეცნობა.” დიდხანს იმეორებდა ხოლმე პატარა კაქტუსი. ქვიშამ ხალხზე მოუყვა. „მათ რამდენი რამ იციან ადამიანებზე“. ფიქრობდა თავისთვის. მას შეუყვარდა მშვენიერი ისტორიები, რომლებიც ხან მხიარული იყო, ხან სევდიანი, ზოგჯერ სასაცილო და ზოგჯერ ისეთი საშიში, როგორი საშიშიც შეიძლება წარმოიდგინოთ. –“ადამიანები... მაინტერესებს როგორ გამოიყურებიან, ვფიქრობ გამიხარდებოდა რომ ვენახე და მომფერებოდნენ. ვფიქრობ, ისინი მიხსნიდნენ ამ ჯადოსაგან.” დიდ მნიშვნელოვნად ამბობდა ოცნებაში წასული. –“ ჰა ჰა ჰა” – დასცინოდნენ ვარსკვლავები “ადამიანებს არ უყვართ ეკლიანი საგნები, პატარავ. ისინი გაურბიან ყველაფერს, რამაც კი შეიძლება ტკივილი მიაყენოთ. უნდა ანათებდე მათთვის, ყურადღება რომ მიიპყო, შემდეგ კი, ბედნიერები იქნებიან რომ დარჩნენ შენთან ერთად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შენ გენდომება, თუნდაც სამუდამოდ.” ვარსკვლავები ყოველთვის მსგავს ამბებს უყვებოდნენ. –“ქვიშამ მითხრა ადამიანებმა იციან ყველაფერზე ყველაფერი მსოფლიოში, ისინი არ არიან ჩვენსავით წყნარები.”- ხმამაღლა ფიქრობდა კაქტუსი. –“სიმართლეა, მათთან არ არსებობს სიჩუმე, - დაუმოწმეს ვარსკვლავებმა, - მაშინაც კი, როდესაც ენები არ ლაპარაკობენ, თვალები არ ჩუმდებიან, გულები ხმაურობენ და მათი სულები...” –“სული? ეს რა არის, კაქტუსებსაც გვაქვს?” და ერთ დღეს სასწაული მოხდა. პატარა კაქტუსმა დაინახა რამოდენიმე ადამიანი, მათი ლაპარაკიც კი გაიგონა. –“ეს რა ადგილია, არაფერია, სიჩუმე და ერთფეროვნებაა ირგვლივ. არაფერია რომ მოგესალმოს, მხოლოდ გადაყვითებული მცენარეები, თუკი ამას სიცოცხლედ ჩათვლი. და ეს რაღაც - უშნო და უხეში, არაფერი სცხია სილამაზის, სურნელოვანი ყვავილები მართლაც მხოლოდ სახლებში...” პატარა კაქტუსი მიხვდა რომ მასზე საუბრობდნენ, და ცხოვრებაში პირველად გააანალიზა – მახინჯი იყო. იგრძნო ეტირებოდა. საწყლად ატირდა თავის მარტოსულობაზე, მიუსაფრობაზე და იმაზე რომ ვერავინ ამჩნევდა ამ შუაგულ უდაბნოში მისი ფერის გამო, ტანიც გახმობოდა და გულიც მალე მომიკვდებაო მოსთქვამდა ,პატარა წვეთები დასცვივდა მის სახეს. –“შეხედეთ, მტირალა კაქტუსი” - თქვა ერთერთმა და წამოვიდა მისკენ რომ შეხებოდა. –“მისი ეკლები არაა მჩხვლეტავი. ნეტავ ასეთი კიდევ ბევრია?” – “ერთადერთია.” და კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ მის სანახავად. პატარა კაქტუსი სიხარულისგან ცას ეწია, წელში გაიმართა ისეთი ბედნიერი იყო, ხალხი რომ მოგროვდა მის გარშემო, გრძნობდა მათ სახეებს ძალიან ახლოს. –“უბრალოდ შეხედეთ, ეს ულამაზესია, თოვლივით თეთრი ყვავილი, საგანძურია! არ არსებობს ყვავილი დედამიწაზე მას უტოლდებოდეს! ამაზე მხოლოდ შეიძლება გვეოცნება.” “რაზე ლაპარაკობენ? ფიქრობდა კაქტუსი, რა უცნაურები არიან ადამიანები. თავიდან თქვეს რომ მახინჯი ვარ, ახლა კი შემომხვევიან და მაღმერთებენ.” მას არ შეუნიშნავს მშვენიერი თეთრი ყვავილი, ბუნების უდიდესი და შთამბეჭდავი სასწაული, ასეთი მოთმინებით რომ იზრდებოდა მის მხარზე. მის გარშემო ჰაერი რომ აავსო საოცარი სურნელით და განსაცვიფრებელი შუქით ასხივებდა გარემოს. იგივე სინათლე იყო ადამიანების სახეებზე. შუაღამისას, ვარსკვლავთა წყება შემოერტყა კაქტუსის ყვავილს. მათ შუქზე სამოთხის ყვავილივით რომ ანათებდა. “დღეს შენ დაინახე სული, შენმა ყვავილმა ადამიანის სულები გახსნა და ყველასთვის ხილული გახადა, იბედნიერე ამით.” მეორე დილას ისევ მოვიდინენ ადამიანები. ჯერ გარშემო უარეს ბევრი. მერე კი მიწიდან ამოიყვანეს და ძალიან შორს, ადამიანების ქვეყანაში წაიყვანეს, იმ ქვეყანაში, რომლის სიმღერებსაც ვარსკვლავები ყოველ ღამე უმღერდნენ. სადაც მზე, ისევე ანათებდა, როგორც აქ. სადაც ქარი ისევე დაჰქროდა, როგორც აქ. “ადამიანებმა გული გამიხსნენს” დაუტოვა წერილი მშობლიურ მიწას. ზღაპარმა ჩამაფიქრა. სადმე რომ მიდიხარ, რაღაცას ტოვებ ან რაღაც მიგაქვს. შესაძლებელია საათები ისე გავიდეს ვერც გაიგო. შესაძლებელია იყო ბედნიერი და აცნობიერებდე ამას. ადამიანს უბრალოდ უნდა ჰქონდეს მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ უფლის გარეშე არაფერი შეუძლია. უდაბნო კი სწორედ ასეთი ადგილია ამის მისახვედრად. აქ სულ ერთი ხდება რა დაგრჩა იმ ქვეყანაში. გრძნობ როგორ ახლოს ხარ უფალთან. ფილოსოფოსმა წინადადება წამოაყენა. – თქვენ .ყოველღამე უნდა გვიამბოთ ასეთი ამბები. – არ მინდა ჩვენს მახსოვრობაში უცვლელად ეწყოს ერთი და იგივე ზღაპრები. - განაცხადა ამბიციურმა. - იცოდეთ, ყოველ საღამოს მხოლოდ თქვენი ზღაპრების შემდეგ დავიძინეთ. - თქვა მწვანეკაბიანმაც. - კი ბატონო. - თვალებში ვარსკვლავები გაუკრთა მექარავნეს. კიდევ დიდხანს ვიწექით ცხელ მიწაზე, ვუსმენდით ქარის ნელ ზუზუნს და ვითვლიდით ჩამოვარდნილ ვარსკვლავებს. - მოვასწარი, მოვასწარიი. სურვილის ჩაფიქრება მოვასწარი. - წამომცდა ხმამაღლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3.
საინტერესოდ გრძელდება, კაქტუსის ამბავი ძალიან მომეწონა. :)
საინტერესოდ გრძელდება, კაქტუსის ამბავი ძალიან მომეწონა. :)
2. მადლობა ჭა. ვიღებ და გავითვალისწინებ შენიშვნას შემდეგ თავებში :) მადლობა ჭა. ვიღებ და გავითვალისწინებ შენიშვნას შემდეგ თავებში :)
1. უფროდაუფრო მომწონხარ ცისიქითელო, როგორც ავტორი...:-*
მშვენიერი ზღაპარი იყო, თავმდაბალ კაქტუსზე...:-* თხრობა ყოველთვის დინამიური...ამიტომ მომწონს... ჰო, შენიშვნაც მაქვს ერთი ცალი...:)) ერთსადაიმავეს ნუ იმეორებ სხვადასხვა წინადადებით...მაგ: ბევრჯერ თქვი დასაწყისში, ის რომ პირველად მოხვდით ქარავანში, რომ აქლემზე ჯდომა არც კი იცოდით... და ა. შ.
5 ...კარგია...:-* უფროდაუფრო მომწონხარ ცისიქითელო, როგორც ავტორი...:-*
მშვენიერი ზღაპარი იყო, თავმდაბალ კაქტუსზე...:-* თხრობა ყოველთვის დინამიური...ამიტომ მომწონს... ჰო, შენიშვნაც მაქვს ერთი ცალი...:)) ერთსადაიმავეს ნუ იმეორებ სხვადასხვა წინადადებით...მაგ: ბევრჯერ თქვი დასაწყისში, ის რომ პირველად მოხვდით ქარავანში, რომ აქლემზე ჯდომა არც კი იცოდით... და ა. შ.
5 ...კარგია...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|