ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთანდილ-ჯენტლმენი//
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 სექტემბერი, 2014


გამარჯობა ჯორდანო ბრუნო

გამარჯობა ჯორდანო ბრუნო.
დედამიწა ბრუნავსო.
რწმენაა ალბათ,
თორემ ვარაუდისთვის
ყველას გვიღალატია.

მე მესმოდა შენი განწირული ხმა,
და მუდამ მჯეროდა,
რომ ის მაინც ბრუნავს.

ბრუნავს და მუდამ იბრუნებს.

ცეცხლის ალი წვავდა
მბრუნავ დედამიწას,
და მაშინ ბრუნო იყო იგი.
როცა იწვის რწმენა,
მეც,შენც და ყოველივე ბრუნოა,
ჩვენი რწმენა კი ბრუნავს.

ადამიანებიც ბრუნავენ.

ჩვენი გონებაც ბრუნავს.

და ამ დროს ბრუნოა დედამიწა,
და რწმენაა ბრუნო.

გამარჯობა ჯორდანო ბრუნო.
ალბათ,მეც "წაგიკიდებდი ცეცხლს",
ახლა რომ გეთქვა,
ამდენი ხანი ტყუილად გწამდა ღმერთისო.

ასეა,ბრუნო...
რწმენა ანადგურებს რწმენას,
და ჩვენ,
როგორც სათამაშოები,
ამ ორთაბრძოლას ვეწირებით.

…………………………

გამარჯობა ჯორდანო ბრუნო.
დედამიწა ბრუნავსო.
რწმენაა ალბათ.

…………………………

და როცა კოცონზე წვავდნენ ბრუნოს,
ხალხი ბრუნავდა,
მათი გონებაც ბრუნავდა,
ხოლო ბრუნო იყო დედამიწა
და დედამიწა იყო ბრუნო.

დაიწვა,დაიფერფლა...

აღარ ბრუნავდა დედამიწა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები