 | ავტორი: მარინა ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2014 |
ცით მომევლინა-ანგელოზი, ფრთები დამადო. დედა! -მტკივაო ჭრილობები, ჩუმად გამანდო. არ მოველოდი, ამ განწირვას იმედად-რჩენილს, რისი და ვისი იმედი მქონდა, იქნება-მხსნელის. მე ვიქნებოდი-ორი წლისა, ტიტინა ბავშვი, ახლა კი დედი, დარდად და ოხვრად, ჭრილობად დაგრჩი. როცა ავად ხარ,ან ტირიხარ, მოვდივარ-შენთნ. მე შენს გასაჭირს, დარდს და ტკივილს ზეციდან ვხედავ. ვიცი ფიქრებით სულ ჩემთან ხარ, სულ-მეფერები მე შენს სიცოცხლეს, და-ძმებისას ღმერთს-ვევედრები. როცა პატარას დაინახავ, ტკივილი-გიპყრობს, და ამ ტკივილით ვხვდები დედი რომ შენთან მიხმობ. რით განუგეშო, რითი გითხრა, ჩემი-ნუგეში დედებს უთხარი, რომ არ ჩკლან, შვილი-მუცელში. ახლა კი წავალ და ცოტა ხნით მარტოდ დაგტოვებ. მხოლოდ ცოტახნით, სამუდამოდ არ მიგატოვებ.
06.09.14 წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არ მომწონს ასეთი ლექსები, თუმცა დადებითი შეფასება.
არ მომწონს ასეთი ლექსები, თუმცა დადებითი შეფასება.
2. ბოლომდე ამას ვერ წავიკითხავ, შანსი არ მაქვს ბოლომდე ამას ვერ წავიკითხავ, შანსი არ მაქვს
1. ((( +++ დედებს უთხარი, რომ არ ჩკლან, შვილი-მუცელში. ((( +++ დედებს უთხარი, რომ არ ჩკლან, შვილი-მუცელში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|